სტატიაში ჩვენ გიპასუხებთ:
- სატურაციის ნორმა
- რა არის სატურაცია და როგორ ვაკონტროლოთ იგი?
- სატურაციის დავარდნა.
- რას იწვევს ჟანგბადის ნაკლებობა?
- როგორ ავწიოთ სატურაცია?
- სატურაციის აპარატი
სატურაციის ნორმა – ჯანმრთელი ფილტვების მქონე ადამიანს სისხლში 80-100 მმ.ვწყ.სვ ჟანგბადი უნდა ჰქონდეს, ანუ 95-100% პულსოქსიმეტრით გასინჯვისას. ფილტვების დაავადებების მქონე ადამიანებისთვის ექიმმა ოპტიმალური დონე უნდა შეარჩიოს.
რა არის სისხლში ჟანგბადის დონე? – რამდენი უნდა იყოს სატურაცია ?
თქვენს სისხლში ჟანგბადის დონე მიუთითებს, თუ რამდენი ჟანგბადი გადააქვთ სისხლის წითელ უჯრედებს. თქვენი სხეული მჭიდროდ არეგულირებს თქვენს სისხლში ჟანგბადის დონეს. ჟანგბადით გაჯერებული სისხლის ზუსტი ბალანსის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობისთვის.
ბავშვებისა და ზრდასრულების უმრავლესობას სისხლში ჟანგბადის დონის კონტროლი არ სჭირდება. სინამდვილეში, ექიმთა უმრავლესობა მას არც გააკონტროლებს, ქოშინის ან გულმკერდის ტკივილის არ არსებობის შემთხვევაში
თუმცა, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს სისხლში ჟანგბადის კონტროლი შეიძლება სჭირდებოდეთ, ასეთი დაავადებებია: ასთმა, გულის უკმარისობა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ).
ამ შემთხვევაში, ჟანგბადის დონის განსაზღვრა შეიძლება საჭირო იყოს მკურნალობის ეფექტურობის განსასაზღვრად.
განაგრძეთ კითხვა, რათა გაიგოთ რამდენი უნდა იყოს ჟანგბადი სისხლში, რა სიმპტომები შეიძლება გქონდეთ მისი დონის დაქვეუთების შემთხვევაში და რა ხდება შემდეგ.
როგორ იზომება ჟანგბადი სისხლში
სისხლში ჟანგბადის დონე შესაძლოა ორი განსხვავებული ტესტით შემოწმდეს
არტერიული სისხლის გაზები
არტერიული სისხლის გაზები (ABG) სისხლის ანალიზია. ის ზომავს ჟანგბადის დონეს თქვენს სისხლში და ასევე შეუძლია სხვა გაზების დონის შემოწმება და pH-ის (მჟავა/ტუტე დონე). ABG ძალიან ზუსტი, მაგრამ ინვაზიურია.
ABG-სთვის თქვენი ექიმი სისხლს არტერიიდან აიღებს, ვენის ნაცვლად. ვენებისაგან განსხვავებით, არტერიებში პულსაცია იგრძნობა. არტერიიდან აღებული სისხლი ჟანგბადით მდიდარია, ვენური სისხლი კი არა.
გამოიყენება მაჯის არტერია, ვინაიდან მისი პოვნა, სხვა არტერიებთან შედარებით უფრო ადვილია.
მაჯის არე მგრძნობიარეა, რაც სისხლის აღების პროცესს უფრო არაკომფორტულს ხდის, ვიდრე იდაყვის არიდან ვენური სისხლის აღების დროსაა. ასევე არტერიები ვენებთან შედარებით უფრო ღრმად არიან განლაგებულნი და ესაც დამატებითი დისკომფორტია.
პულსოქსიმეტრია
პულსოქსიმეტრი არაინვაზიური მოწყობილობაა, რომელიც ჟანგბადის რაოდენობას ზომავს სისხლში. ის თქვენი ხელის ან ფეხის თითის, ან ყურის კაპილარებისკენ ინფრაწითელ სხივებს აგზავნის, შემდეგ ის ზომავს რამდენი სინათლე აირეკლება გაზებიდან.
მაჩვენებელი მიუთითებს თქვენი სისხლის რამდენი პროცენტია ჟანგბადით გაჯერებული, რომელიც ცნობილია როგორც SpO2 დონე. ამ ტესტს აქვს 2 პროცენტიანი შეცდომის ფანჯარა. ეს ნიშნავს, რომ მაჩვენებელი შეიძლება იყოს 2 პროცენტით მეტი ან დაბალი, ვიდრე რეალურად ჟანგბადის დონე თქვენს სისხლში.
ეს ტესტი ცოტა ნაკლებას ზუსტია, მაგრამ ადვილი ჩასატარებელია და სისწრაფისთვის ექიმები სწორედ მის შედეგებს ეყრდნობიან.
მუქი ფერის ფრჩხილის ლაქის ან ცივი კიდურების შემთხვევაში, პულსოქსიმეტრმა შეიძლება ნორმალურზე დაბალი შედეგი აჩვენოს. ექიმმა შეიძლება მოგაშორებინოთ ფრჩხილის ლაქი, აპარატის გამოყენებამდე.
ვინაიდან პულსოქსიმეტრია არაინვაზიურია, ამ კვლევის ჩატარება თვითონაც შეგიძლიათ. შეგიძლიათ შეიძინოთ მოწყობილობა ნებისმიერ მაღაზიაში, რომელიც სამედიცინო ტექნიკას ყიდის. მის შეძენამდე ექიმს გაესაუბრეთ, რომ გაგარკვიოთ შედეგების ინტერპრეტაციაში.
რა არის ჟანგბადის კარგი დონე?
სისხლში ჟანგბადის დონის განსაზღვრას სატურაციის განსაზღვრა ეწოდება. სამედიცინო სტენოგრამაში შეიძლება მოისმინოთ, რომ მას უწოდებენ PaO2 სისხლის გაზის გამოყენებისას და O2 sat (SpO2) პულსური ოქსის გამოყენებისას. ეს მითითებები დაგეხმარებათ გაიგოთ, რას შეიძლება ნიშნავდეს თქვენი შედეგი:
ჟანგბადის ნორმალური დონე სისხლში
ნორმალური ABG ჟანგბადის დონე ჯანმრთელი ფილტვებისთვის 80-დან 100 ვერცხლისწყლის სვეტის მილილიტრამდეა (მმ.ვწყ.სვ.). პულსოქსიმეტრით განსაზღვრისას 95-დან 100 პროცენტამდე.
თუმცა ფქოდის და ფილტვების სხვა დაავადებების დროს, ეს დიაპაზონები შეიძლება არ იყოს გამოყენებული. თქვენი ექიმი გეტყვით ამ შემთხვევაში კონკრეტულად თქვენი მდგომარეობისთვის რა არის ნორმა. მაგალითად მძიმე ფქოდ-ის ხშირად პულსოქსიმეტრიით (SpO2) 88-დან 92 პროცენტამდეა.
ჟანგბადის დაბალი დონე სისხლში
ნორმაზე დაბალ ჟანგბადის დონეს სისხლში ჰიპოქსემია ეწოდება. ჰიპოქსემია ხშირად შეშფოთების მიზეზია. რაც უფრო დაბალია ჟანგბადის დონე, უფრო მძიმეა ჰიპოქსემია და მოყვება ორგანიებში და ქსოვილებში გართულებები.
ჩვეულებრივ PaO2 შედეგი 80 მმ.ვწყ._ზე ქვემოთ, ან პულსოქსიმეტრიით 95%-ზე დაბალი SpO2 მიიჩნევა დაბალ მაჩვენებლად. საჭიროა იცოდეთ, რა არის ნორმა თქვენთვის. განსაკუთრებით, თუ ფილტვების ქრონიკული დაავადება გაწუხებთ.
თქვენი ექიმი აგიხსნით, თქვენთვის მისაღები ჟანგბადის დონე რამდენია.
ჟანგბადის მომატებული დონე სისხლში
თუ დამოუკიდებლად სუნთქავთ, რთულია ჟანგბადის დონემ ზედმეტად მოიმატოს. უხშირესაც ჟანგბადის მომატებული დონე იმ ადამიანებში აღინიშნება, რომლებიც დამატებით იღებენ ჟანგბადს. ეს შესაძლოა ABG-ზე იყოს აღმოჩენილი.
რა ხდება ჟანგბადის დონის ზედმეტად დაქვეითების შემთხვევაში
სისხლში ჟანგბადის ნაკლებობა სიმპტომები –
როდესაც ჟანგბადის დონე ძალიან იკლებს, შესაძლოა სიმპტომები დაგეწყოთ.
მათ შორის:
- ქოშინი
- ტკივილი გულმკერდში
- გონების დაბინდვა
- თავის ტკივილი
- გახშირებული გულისცემა
თუ გაგიხანგრძლივდებათ ჟანგბადის დეფიციტი, სიმპტომებს შესაძლოა ციანოზი დაემატოს. ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელია ფრჩხილების, კანისა და ლორწოვანის მოლურჯო შეფერილობა.
ციანოზი გადაუდებელ მდგომარეობად ითვლება და ამ სიმპტომების შემთხვევაში, გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას უნდა მიმართოთ. ციანოზმა შესაძლოა მიგიყვანოთ სუნთქვის უკმარისობამდე, რაც სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა.
როგორ გავზარდოთ სისხლში ჟანგბადის დონე
სისხლში ჟანგბადის დონის ბუნებრივად გაზრდისთვის რამდენიმე გზა არსებობს.
სუნთქვის ვარჯიშები დაგეხმარებათ ორგანიზმში ახალი ჟანგბადის მოტანაში. აქ არის ორი სასარგებლო სუნთქვის ვარჯიში, რომლებიც შეგიძლიათ სცადოთ:
ტუჩებით შეკუმშული სუნთქვა: ჩაისუნთქეთ ცხვირით და შემდეგ ამოისუნთქეთ ტუჩებით, სანამ ისინი შეკუმშულ მდგომარეობაში არიან, ორჯერ მეტი ხნის განმავლობაში.
მუცლის სუნთქვა: დაიწყეთ ცხვირით სუნთქვით, გამოიყენეთ ხელი, რათა იგრძნოთ თქვენი მუცლის ჰაერით გავსება. შემდეგ ამოისუნთქეთ პირით ორჯერ ან სამჯერ უფრო ხანგრძლივად.
გარეთ სეირნობა, სახლში სუფთა ჰაერის შემოშვება, ან სახლში მცენარეების მოშენება ასევე დაგეხმარებათ ჟანგბადის დონის გაზრდაში.
დამატებით შეგიძლიათ ცხოვრების წესის შეცვლა სცადოთ: თავი დაანებოთ აქტიურ მოწევას და მოერიდოთ პასიურ მწეველობას, ივარჯიშოთ რეგულარულად და დაიცვათ დაბალანსებული დიეტა.
სატურაცია
თუ სისხლში ჟანგბადის დონე ძალიან დაბალია, შეიძლება დაგჭირდეთ ჟანგბადის გაჯერების გაზრდა. ეს ხშირად კეთდება დამატებითი ჟანგბადით.
სახლის დამატებითი ჟანგბადი ითვლება წამლად და ექიმმა უნდა დანიშნოს იგი. მნიშვნელოვანია დაიცვას თქვენი ექიმის რჩევები, თუ როგორ უნდა იქნას გამოყენებული სახლის ჟანგბადი გართულებების თავიდან ასაცილებლად. თქვენი ჯანმრთელობის დაზღვევამ შეიძლება დაფაროს ხარჯები.
რა იწვევს ჟანგბადის დონის დაქვეითებას
მდგომარეობები, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენენ სისხლში ჟანგბადის დონეზე, მოიცავს:
- ფქოდ, ქრონიკული ბრონქიტისა და ემფიზემის ჩათვლით
- მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი
- ასთმა
- ფილტვის კოლაფსი
- ანემია
- გულის თანდაყოლილი დეფექტები
- გულის დაავადებები
- ფილტვის ემბოლია
ეს მდგომარეობები თქვენს ფილტვებს ხელს უშლიან ჟანგბადის შემცველი ჰაერის ჩასუნთქვაში და ნახშირორჟანგის ამოსუნთქვაში. ასევე სისხლის და ცირკულაციის პრობლემებმა შეიძლება სისხლს ხელი შეუშალოს ორგანისმში ჟანგბადის ტრანსპორტირებაში.
ნებისმიერმა ამ დარღვევამ ან პრობლემამ შეიძლება მიგიყვანოთ სატურაციის დაქვეითებამდე. როდესაც ჟანგბადის დონე ეცემა, იწყება ჰიპოქსემიის სიმპტომები.
მწეველ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ არაზუსტად მაღალი პულსოქსიმეტრული მაჩვენებელი. მოწევა იწვევს ნახშირბადის მონოქსიდის დაგროვებას თქვენს სისხლში. პულსოქსიმეტრი ვერ ხედავს განსხვავებას ამ სხვა ტიპის გაზსა და ჟანგბადს შორის.
თუ მწეველი ხართ, ABG შეიძლება ერთადერთი საშუალება იყოს თქვენი რეალური მონაცემის გასაგებად.