ომიკრონის ბოლო სუბვარიანტი BA.5 სრულიან განსხვავებულია. ის COVID-ის ყველაზე ადვილად გადამდები ვარიანტია დღეისათვის, რომელიც მანამდე COVID-ის გადატანის ან აცრის შემდეგ გამომუშავებულ იმუნიტეტს გვერდს უვლის.
მთავარი მიზეზი, რის გამოც ახლა ეს ვარიანტი გახდა ყველაზე გავრცელებული, არის ის, რომ მას შეუძლია თავიდან აიცილოს წინა იმუნიტეტი, თუნდაც იმ ადამიანებში, რომლებსაც უკვე აქვთ ნაწილობრივი იმუნიტეტი გადატანილი ინფექციის ან ვაქცინაციისგან და მაინც დააინფიციროს.
ეს ნიშნავს, რომ 2020-ში დელტა თუ გქონდათ ან ომიკრონ BA.1 გასულ ზამთარს, BA.5 მაინც შეიძლება შეგხვდეთ და არსებული იმუნიტეტი არ დაგიცავთ უახლესი შტამისგან.
BA.5-ის ცნობილი სიმპტომები წინა COVID-ის ვარიანტების მსგავსია: ცხელება, ცხვირიდან გამონადენი, ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი და დაღლილობა.
კარგი ამბავი ის არის, რომ ამ ინფექციის შემთხვევაში უმეტესწილად ამბულატორიული მკურნალობა საკმარისია და არ იწვევს ისეთ მძიმე დაავადებას, როგორიც ადრე ვნახეთ პანდემიის დროს, როდესაც არავის გააჩნდა იმუნიტეტი, რამაც გამოიწვია ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის გაზრდა.
ცუდი ამბავი კი ის არის, რომ მიუხედავად იმისა, სხვა შტამებით იავადეთ თუ არა წარსულში, მათ შორის ომიკრონის სხვა შტამით, BA.5-ით ინფიცირება მაინც შესაძლებელია.
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ყოველი განმეორებითი COVID ინფექციით – თუნდაც უსიმპტომო ინფექციით – თქვენ გეზრდებათ გართულებების რისკი, მათ შორის: ინსულტის, გულის შეტევის, დიაბეტის, საჭმლის მომნელებელი და თირკმელების დაავადებების და ხანგრძლივ კოგნიტური დაქვეითების, მათ შორის დემენციის რისკი.
ხელახალი ინფექცია ასევე წარმოადგენს ხანგრძლივი COVID-ის რისკს, სინდრომის მუდმივი COVID სიმპტომებით, რომელიც გრძელდება რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე ინფექციის შემდეგ.
რისი გაკეთება შეუძლია ადამიანს ვირუსის უახლესი ვარიანტებისგან თავის დასაცავად?
- დარწმუნდით, რომ ხართ აცრილი COVID-ის საწინააღმდეგო ვაქცინით და მისი ბუსტერ დოზით. ვაქცინაციისა და ყველა რეკომენდებული ბუსტერის მიღება ამცირებს მძიმე დაავადების რისკს, რაც დასტურდება CDC-ის მონაცემებით, რომლებიც აჩვენებს 4-ჯერ უფრო მაღალი სიკვდილიანობის რისკს COVID-დან 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში, რომლებსაც გაკეთებული აქვთ მხოლოდ ერთი ბუსტერი, მათთან შედარებით, ვისაც ორი აქვს გაკეთებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 50 წელზე უფროსი ასაკის და იმუნოდეფიციტის მქონე პირებისთვის.
- განაგრძეთ კარგად მორგებული სახის ნიღბის ტარება (N95 ან KN95, თუ ეს შესაძლებელია), როცა შენობაში იმყოფებით და ვერ შეძლებთ სოციალური დისტანცირებას თქვენი ოჯახის გარეთ მყოფი ადამიანებისგან. განსაკუთრებით თუ თქვენ ხართ მძიმე დაავადების რისკის ქვეშ ან თუ გაწუხებთ ის.
- იქონიეთ ჟანგბადის კონცენტრატორი და პულსოქსიმეტრი, რათა აკონტროლოთ სისხლში ჟანგბადის დონე და იყავით მუდმივ კავშირში თქვენს ექიმთან.
ამ შემთხვევაში, თუ სუნთქვის უნარი დაგიქვეითდებათ ან ჟანგბადის დანამატი შეგიმცირდებათ, მაშინვე გექნებათ გამოსავალი და დაიწყებთ ჟანგბადოთერაპიას. (იხილეთ ჟანგბადის თერაპიის ბმული დაწვრილებით).