ძილთან დაკავშირებული დარღვევაა, რომელიც სუნთქვის ძალისხმევის შემცირებით, ან არ არსებობით ხასიათდება და ხშირად 10-დან 30 წამამდე გრძელდება წყვეტილად, ან ციკლურად. ამ მდგომარეობას როგორც წესი სისხლში ჟანგბადის შემცირება ახლავს თან. CSA ხშირად სხეულში სუნთქვის მარეგულირებელი მექანიზმების არასტაბილურობის გამო ვითარდება.

ნიშნები და სიმპტომები

ჯანმრთელი ადამიანი ძილის დროს რეგულარული სიხშირით სუნთქავს, რითაც სისხლში ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის შედარებით სტაბილურ დონეს ინარჩუნებს. ამოსუნთქვისას სისხლში ჟანგბადი კლებულობს, ნახშირორჟანგის დონე კი იზრდება. იმისთვის, რომ ჟანგბადის მარაგი შეივსოს და ზედმეტი ნახშირორჟანგისგან გათავისუფლდეს, ორგანიზმს ფილტვების სუფთა ჰაერით გავსება და აირების მიმოცვლა სჭირდება.

ქემორეცეპტორების სახელით ცნობილი სპეციალური რეცეპტორები აფიქსირებენ ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის დონის ცვლილებას და თავის ტვინს იმპულსებს უგზავნიან. ტვინი საპასუხო რეფლექსების ბრძანებას გასცემს, როგორიცაა ხორხის გახსნა (სივრცის გახსნა სახმო იოგებს შორის) და ნეკნთაშორისი და დიაფრაგმის კუნთების ამუშავება. ეს აქტივობა გულმკერდის ღრუს მოცულობას ზრდის, ფილტვებში ვაკუუმი იქმნება და ეს საშუალებას აძლევს ჰაერს, რომ ფილტვებში შეაღწიოს და ისინი ამოავსოს.

ძილის დროს, ტვინი გვეუბნება, რომ რეგულარულად უნდა ვისუნთქოთ, მაგრამ ცენტრალური აპნოეს შემთხვევაში, ეს სისტემა მწყობრიდანაა გამოსული. შედეგად, ტვინს ავიწყდება გვითხრას, როდის უნდა ჩავისუნთქოთ, ამიტომაც ერთ-ორ ჩასუნთქვას ვტოვებთ.

ძილის ცენტრალური აპნოეს ეპიზოდიდად, სხეულის უკუკავშირის მექანიზმი, რომელიც ნახშირორჟანგის დონის კონტროლზეა პასუხისმგებელი, საკმარისად სწრაფად არ რეაგირებს სტაბილური სუნთქვის სიხშირის შესანარჩუნებლად, შედეგად, სასუნთქი სისტემა მონაცვლეობს აპნოეს (პაუზა სუნთქვაში) და ჰიპერპნოეს (სწრაფი, ან ღრმა სუნთქვა) შორის, რაც პაუზის დროს გაღვიძებას იწვევს.

აპნოეს ეპიზოდისას, ინდივიდი წყვეტს სუნთქვას ორ წუთამდე დროით, შემდეგ კი აგრძელებს. ამ დროს გაღვიძებას შესაძლოა ნახშირორჟანგის გაზრდილი დონით გამოწვეული კოგნიტური არეულობა და პანიკა ახლდეს თან.

ძილის ცენტრალური  აპნოეს მძიმე შემთხვევებშიც კი, სუნთქვის პაუზები ჩვეულებრივ იწვევს არარეგულარულ სუნთქვას და არა სუნთქვის სრულ შეწყვეტას. აპნოეს ეპიზოდის შემდეგ, სუნთქვა ხშირდება და უფრო ინტენსიური ხდება (ჰიპერპნოე) გარკვეული პერიოდით, რაც საკომპენსაციო მექანიზმია მეტი ჟანგბადის ასათვისებლად და არასაჭირო აირებისაგან გასათავისუფლებლად. ეს სუნთქვის ნორმალური შაბლონის დაბრუნებას და ჟანგბადის მარაგის შევსებას უწყობს ხელს.

დამატებითი ეფექტები

ჟანგბადის დაბალ დონეს (ჰიპოქსია) და ნახშირორჟანგის დონის მატებას (ჰიპერკაპნია), რომელიც აპნოეს, ან სხვა მიზეზითაა გამოწვეული, ორგანიზმზე დამატებითი გავლენა აქვს. ეს ეფექტები განსხვავდება, გააჩნია რამდენი ხნით იყო სუნთქვა შეჩერებული, რა სიხშირით ჩერდებოდა და აძლიერებს თუ არა აპნოეს ეფექტს სხვა ძირითადი პირობები.

როდესაც სუნთქვა წყვეტილია, ეს ორგანიზმზე რამდენიმე სახის ზეგავლენას ახდენს:

  • ტვინის უჯრედებს ჟანგბადი ნორმალურად მუშაობისთვის ესაჭიროებათ, ჟანგბადის დონის დიდი ხნით დაწევას ტვინის დაზიანება და სიკვდილიც კი შეუძლია გამოიწვიოს, თუმცა ეს ძალიან იშვიათია ძილის ცენტრალური აპნოეს შემთხვევაში.
  • ჟანგბადის დონის მწვავე ვარდნას გულყრების გამოწვევა შეუძლია, მათშიც კი, ვინც ეპილეფსიით არ არის დაავადებული.
  • ძილის აპნოეს მძიმე შემთხვევებში კანი მოლურჯო ელფერს იძენს, ჟანგბადის დაბალი დონის გამო.
  • ძილის აპნოეს დამძიმება ჯანმრთელობის სხვა მდგომარეობებსაც შეუძლიათ:
  • ეპილეფსიას შეუძლია გულყრის გამოწვევა, რომელიც აპნოეს გამო განვითარებული ჟანგბადის დაბალი დონით იქნება ინიცირებული.
  • გულის დაავადებას შეუძლია გულმკერდში ტკივილის, არარეგულარული გულისცმის ან გულის შეტევის გამოწვევა.
  • აპნოეს გახანგრძლივებულ ეპიზოდებს შეუძლიათ ნახშირორჟანგის დონე სისხლში იმდენად გაზარდონ, რომ რესპირატორული აციდოზი დადგეს.
  • ზოგიერთ დამამშვიდებელ ან ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტს ძილის აპნოეს დამძიმება შეუძლია, თუნდაც ნორმალური დოზით მიღების შემთხვევაში.
  • ზურგზე დაძინების შემთხვევაში ახალშობილებში მცირდება სუნთქვითი პრობლემები და ნაკლებია ახალშობილთა მოულოდნელი სიკვდილის სინდრომის (SIDS) რისკი.
  • დღენაკლული ახალშობილები მეტად არიან ძილის აპნოეს მიმართ განწყობილები, თუმცა მეთვალყურეობის და მკურნალობის შემთხვევაში, ეს პრობლემა დროთა განმავლობაში დაძლევადია.

ძილის აპნოეს დიაგნოსტიკისთვის ექიმის შეფაება აუცილებელია, რაც ძირითად შემთხვევებში ძილის კვლევას ითვალისწინებს, სახლის, ან ლაბორატორიის პირობებში. ამ კვლევების განმავლობაში ხდება პაციენტის მოსვენებულ მდგომარეობაში სუნთქვის შაბლონებზე დაკვირვება, სიხშირის და სუნთქვის პაუზების გასაზომად. პოლისომნოგრაფიის დროს (PSG – ძილის კვლევა) ხდება დაკვირვება ძილის წყვეტაზე, ჟანგბადის და ნახშირორჟანგის დონეების ცვლილებასთან ერთად.

ზრდასრული ადამიანისთვის, მინიმუმ 10 წამიანი პაუზა აპნოედ მიიჩნევა. ბავშვებისთვის კი, რომლებიც უფრო ხშირად სუნთქავენ, უფრო მოკლევადიანი პაუზები შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც აპნოე. ჰიპოპნოე ხასიათდება ჰაერის ნაკადის 30%-იანი შემცირებით 10 წამზე მეტი ხნით, რასაც ჟანგბადით გაჯერების დაქვეითება მოჰყვება და იგი ზრდასრულებშიც შეინიშნება.

აპნოე-ჰიპოპნოეს ინდექსი (AHI) იზომება ძილის დროს ერთ საათში აპნოესა და ჰიპოპნოეს ეპიზოდების რაოდენობით.

ძილის ცენტრალური აპნოე ხასიათდება ჰაერის ნაკადის შეწყვეტით სუნთქვის თანმხლები მცდელობების გარეშე, რაც დასტურდება ნეკნების და მუცლის მოძრაობების არარსებობით პოლისომნოგრამაზე. ამის საპირისპიროდ, ძილის ობსტრუქციული აპნოეს შეიძლება ახლდეს სუნთქვის გაზრდილი ძალისხმევა, რადგან ინდივიდი ინსტინქტურად ცდილობს გადალახოს სასუნთქი გზების ობსტრუქცია.

AHI შეფასება
5 დან <15 აპნოე ან ჰიპოპნოე ძილის ერთ საათში მსუბუქი ძილის აპნოე/ჰიპოპნოე
15 დან <30 აპნოე ან ჰიპოპნოე ძილის ერთ საათში ზომიერი ძილის აპნოე/ჰიპოპნოე

მკურნალობა

ჰაერის ნაკადს და სასუნთქი გზების წნევას არეგულირებს:

  • CPAP
  • BiPAP

თანამედროვე მოწყობილობებს CSA-ს აღმოჩენის სენსორიც აქვთ, რომელსაც ავტომატურად შეუძლია ჰაერის ნაკადისა და წნევის რეგულირება.

CSA დადგენა – ძილის ცენტრალური აპნოეს (CSA) აღმოჩენა მოწინავე ტექნოლოგიაა, რომელიც ფორსირებული რხევის ტექნიკას (FOT) იყენებს რათა დაადგინოს პაციენტის სასუნთქი გზები ღიაა თუ არა აპნოეს დროს.

FOT – ფორსირებული რხევის ტექნიკა (FOT) ფართო სიხშირის დიაპაზონში სასუნთქი სისტემის მექანიკური თვისებების დამახასიათებელი მეთოდია.

განსხვავება ძილის ცენტრალურ აპნოეს (CSA) და ძილის ობსტრუქციულ აპნოეს შორის (OSA):

ძილის ცენტრალური აპნოე (CSA) ვითარდება ვინაიდან ტვინი სათანადო სიგნალებს არ უგზავნის სუნთქვის მაკონტროლებელ კუნთებს. ეს მდგომარეობა განსხვავდება ობსტრუქციული ძილის აპნოესგან (OSA), რომლის დროსაც სუნთქვა წყდება, რადგან ხორხის კუნთები დუნდება და სასუნთქ გზებს კეტავს. ძილის ცენტრალური აპნოე უფრო იშვიათია, ვიდრე ობსტრუქციული ძილის აპნოე.

ეპიდემიოლოგია

ძილის ცენტრალური აპნოე (CSA) უფრო იშვიათია, ვიდრე ძილის ობსტრუქციული აპნოე (OSA). ერთი კვლევის მიხედვით, CSA-ს სიხშირე 0.9%_ით მეტია OSA_სთან შედარებით.

CSA_ს განვითარების რისკს ბევრი ფაქტორი ზრდის. ოპიოიდების ქრონიკული გამოყენება იწვევს ძილის ცენტრალური აპნოეს განვითარების საშუალო პრევალენტობას 24%. თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა დაახლოებით 10%_ს აქვს CSA დიაგნოზი. პაციენტებს, რომლებმაც ინსულტი გადაიტანეს, CSA განვითარების 70%_იანი სიხშირე ახასიათებთ ინსულტის მომენტიდან 72 საათის განმავლობაში, თუმცა 3 თვეში კონტროლის დროს ის 17%_ში აღმოჩნდა. გულის უკმარისობის მქონეთა 0.9%_ს აქვს CSA, კვლევის თანახმად.

ახალშობილები

ახალშობილობის პერიოდში ძილის ცენტრალური აპნოე (CSA) ვადაზე ადრე დაბადებულებში ხშირად ვითარდება, განვითარების ადრეულ ეტაპებზე. თუმცა ეს რისკი ასაკთან და ცენტრალური ნერვული სისტემის მომწიფებასთან ერთად მცირდება.

29 კვირის ვადამდე დაბადებულ დღენაკლებში, აპნოესთან დაკავშირებული მოვლენები დაახლოებით 25% შემთხვევებში ცენტრალური ფაქტორებითაა განპირობებული.

ბავშვები

ძილის ცენტრალური აპნოე (CSA) 2 წლის ასაკის შემდეგ იშვიათია. 10-დან 18 წლამდე ასაკის ჯანმრთელ ბავშვებში მისი პრევალენსი 30%_ია. თანმხლები დაავადებების მქონეები პრევალენსის 4-6%_ს შორის ხვდებიან. პრადერვილის სინდრომის (PWS) მქონეებს კი 53%_ზე მეტ შემთხვევაში უვითარდებათ CSA.

ზრდასრულები

ძილის აპნოე უფრო ხშირი 65 წელზე ასაკოვან ადამიანებშია, განსაკუთრებით თუ მათ თანმხლები დაავადებებიც აქვთ.