ძილის ობსტრუქციული აპნოე (OSA) გავრცელებული დარღვევაა, როდესაც ზემო სასუნთქი გზების გამავლობა ძილის დროს დაბლოკილია, რასაც სუნთქვის წყვეტის ეპიზოდებამდე, აპნოემდე მივყავართ, ან შემცირებულ სუნთქვამდე, ანუ ჰიპოპნოეს მდგომარეობამდე. ამ წყვეტებს შეუძლიათ შეამცირონ სისხლში ჟანგბადის დონე და დაარღვიონ ძილი, რაც დღის განმავლობაში ძილიანობას და კოგნიტური ფუნქციის დაქვეითებას იწვევს. ბევრმა ინდივიდმა არ იცის ამ მდგომარეობის შესახებ და ამას საწოლის პარტნიორისგან გებულობენ. OSA_ს შესაძლოა გრძელვადიანი ეფექტები ჰქონდეს ჯანმრთელობაზე და ცხოვრების ხარისხზე, ნეიროკოგნიტური პრობლემების და ხვრინვასთან დაკავშირებული დარღვევების ჩათვლით.

ნიშნები და სიმპტომები

ძილის ობსტრუქციული აპნოეს (OSA) გავრცელებული სიმპტომებია დღისით ძილიანობა, მოუსვენარი ძილი და ხმამაღალი ხვრინვა, სიჩუმის მონაცვლეობით. ნაკლებად ხშირია თავის ტკივილი დილაობით, უძილობა, კონცენტრაციის დაქვეითება, განწყობის ცლილებები, შფოთვა და ადვილად გაღიზიანებადობა, გულმავიწყობა, გულისცემის გახშირება და არტერიული წნევის მატება, შემცირებული სექსუალური ლტოლვა, წონის მატება, ხშირი შარდვა და ღამით შარდვის გახშირება, გულძმარვა და გასტროეზოფაგური რეფლუქსი, ღამით ოფლიანობა.

OSA შესაძლოა დროებით განვითარდეს ზემო სასუნთქი გზების ინფექციების დროს, რომლებიც ცხვირის დახშობას, ხორხის შეშუპებას, ტონზილიტს და შედეგად ტონზილების გადიდებას იწვევს, ან ისეთი მწვავე ინფექციების დროს როგორიცაა ებშტეინ-ბარის ვირუსით გამოწვეული მონონუკლეოზი. დროებითი OSA შეიძლება გამოწვეული იყოს ნარკოტიკის და ალკოჰოლის მოხმარებით, რომლებიც სხეულის ტონუსს აქვეითებს და ნორმალური ძილის მექანიზმს არღვევს.

მოზრდილები:

ძლიერი დღის ძილიანობა მოზრდილებში ძილის ობსტრუქციული აპნოეს (OSA) ყველაზე ხშირი სიმპტომია. როგორც წესი, ხანგრძლივი OSA-ს შემთხვევაში ინდივიდებს ახასიათებთ მცირე ხნიანი ჩაძინების ეპიზოდები დღის განმავლობაში, რუტინული აქტივობებისას, თუკი მოსვენების და დაჯდომის საშუალება ეძლევათ და ხანდახან სოციალური ინტერაქციის დროსაც კი. OSA-სთან დაკავშირებულ ჰიპოქსიას ნეირონულ სტრუქტურებში, მაგალითად ჰიპოკამპში და მარჯვენა ფრონტალურ ქერქში შეუძლია ცვლილებების გამოწვევა, რომელსაც ალცჰაიმერის დაავადების მსგავს მდგომარეობამდე მივყავართ. OSA უფრო ხშირად ურთიერთობაში მყოფ ადამიანებში დიაგნოსტირდება, ვინაიდან სიმპტომებს, მაგალითად ხმამაღალ ხვრინვას, პარტნიორები ამჩნევენ. თუმცა ხვრინვასთან დაკავშირებით არსებობს სტიგმა, განსაკუთრებით კი ქალებში, რის გამოც ისინი ყოველთვის არ მიმართავენ დახმარებისა და მკურნალობისთვის, როგორიცაა უწყვეტი დადებითი წნევის რეჟიმით (CPAP) თერაპია.

ბავშვები:

მართალია ზედმეტი ძილიანობა, ანუ ჰიპერსომნოლენცია, OSA-ს მქონე ბავშვებშიც გვხვდება, თუმცა ზრდასრულებთან შედარებით უფრო იშვიათად. ამის ნაცვლად, მძიმე OSA-ს მქონე ბავშვებს ძლიერი დაღლილობა, ან ჰიპერაქტიურობა ახასიათებთ, გაღიზიანებადობასთან და ყურადღების დეფიციტთან ერთად. გარეგნული მახასიათებლები განსხვავებულია მძიმე OSA-ს მქონე ბავშვებში, მოზრდილები მძიმე წონით და მოკლე კისრით ხასიათდებიან, ბავშვებს კი განვითარების შეფერხება ახასიათებთ, სუნთქვის და კვების ობსტრუქციული ხასიათის გაძნელების გამო. პედიატრიულ OSA-ში სიმსუქნე მნიშვნელოვან როლს ასრულებს, იგი ძილის დროს ზემო სასუნთქი გზების ობსტრუქციას იწვევს. წონის კლებამ იმედისმომცემი შედეგი აჩვენა მოზარდებში OSA-ს სიმპტომების შემცირების კუთხით.

რისკ ფაქტორები

ძილის ობსტრუქციული აპნოეს (OSA) რისკ ფაქტორებია სიმსუქნე, ასაკი, კუნთების ტონუსი, მედიკამენტები, ცხოვრების სტილი და გენეტიკური წინასწარგანწყობა. სიმსუქნე OSA-ს ხელს უწყობს კისრის არეში ცხიმოვანი ქსოვილის ზრდით, რომელიც სასუნთქ გზებს ახშობს ძილის დროს. თუმცა ნორმალური სხეულის მასის ინდექსის მქონე პირებსაც შეიძლება განუვითარდეთ OSA, კუნთების დაქვეითებული ტონუსის, ან სასუნთქი გზების სტრუქტურული ანომალიების გამო. მწოლიარე პოზაში ძილმა შეიძლება გააძლიეროს OSA გრავიტაციული ეფექტების და ხახის და ენის ტონუსის დაკარგვის გამო ღრმა ძილის დროს. უწყვეტი დადებითი წნევის რეჟიმით (CPAP) ეფექტიანი მკურნალობა ამტკიცებს, რომ სასუნთქი გზების კოლაფსი OSA-ს გამომწვევი მიზეზია.

ყელის დაზიანებები, როგორიცაა გადიდებული ტონზილები, OSA-ს დამამძიმებელ ფაქტორებს მიეკუთვნება და მათგან გათავისუფლება შვების მომტანია. ასაკის მატებას ზედა სასუნთქი გზების კუნთების ტონუსის დაქვეითება მოჰყვება, ცხოვრების წესის ფაქტორები კი, როგორიცაა მწეველობა და ალკოჰოლის მოხმარება, OSA-ს რისკს ზემო სასუნთქი გზების ქსოვილის ანთებით, ან მათი კუნთების მოდუნებით ზრდის.

გენეტიკური ფაქტორები თამაშობენ როლს OSA-ს მიმართ წინასწარგანწყობაში, იმ პირებს, რომლებსაც აქვთ OSA-ს ოჯახური ისტორია, უფრო მეტად უვითარდებათ ეს მდგომარეობა. გარდა ამისა, ისეთ მდგომარეობებს, როგორიცაა ალერგიული რინიტი და ასთმა, შეუძლიათ გაზარდონ OSA-ს სიხშირე.

დიაგნოსტიკა

ძილის ობსტრუქციული აპნოეს (OSA) სინდრომი ვითარდება მაშინ, როდესაც პაციენტს აღენიშნება ძილის დროს ზედა სასუნთქი გზების კოლაფსის განმეორებითი შემთხვევები, რაც იწვევს აპნოეს ან ჰიპოპნოეს. ამ მოვლენების განსაზღვრის კრიტერიუმები შეიძლება განსხვავდებოდეს. ჰიპოპნოე ხასიათდება ჰაერის ნაკადის მინიმუმ 30%-ით შემცირებით, რომელიც გრძელდება მინიმუმ 10 წამი და ასოცირდება პულსური ჟანგბადის მინიმუმ 4%-ით დაქვეითებასთან, ან ჰაერის ნაკადის მინიმუმ 30%-ით დაქვეითებასთან, რომელიც გრძელდება მინიმუმ 10 წამი, ან პულსური ჟანგბადის მინიმუმ 3%-ით შემცირებასთან.

OSA სინდრომის დიაგნოზი ისმევა, თუ აპნოე-ჰიპოპნოეს ინდექსი (AHI) აჭარბებს 5 ეპიზოდს საათში და იწვევს დღის ძილიანობას და დაღლილობას, ან თუ სუნთქვის დარღვევის ინდექსი (RDI) არის 15 ან მეტი, სიმპტომების მიუხედავად.

AHI შეფასება
< 5 ნორმალური
5–15 მსუბუქი
15–30 ზომიერი
> 30 მძიმე

პოლისომნოგრაფია (PSG, ძილის კვლევა)

ღამის ლაბორატორიული 1 დონის პოლისომნოგრაფია (PSG) ძილის ობსტრუქციული აპნოეს (OSA) პირველადი სადიაგნოსტიკო ტესტია. PSG-ს დროს პაციენტზე სხვადასხვა სენსორის მეშვეობით ხორიცელდება მეთვალყურეობა, მათ შორის: ეეგ, პულსოქსიმეტრია, ტემპერატურის და წნევის სენსორები, რათა განისაზღვროს ჰაერის ნაკადი, რესპირატორული წინაღობის პლეტიზმოგრაფია, ელექტროკარდიოგრამა და EMG სენსორები კუნთების შეკუმშვის დასადგენად სხვადასხვა ზონაში. ჰიპოპნოე შეიძლება განისაზღვროს ორი კრიტერიუმით: ჰაერის ნაკადის შემცირება მინიმუმ 30%-ით 10 წამზე მეტი ხნის განმავლობაში, რაც დაკავშირებულია 4%-იან ჟანგბადის დესატურაციასთან, ან ჰაერის ნაკადის შემცირება მინიმუმ 30%-ით 10 წამზე მეტი 3%-იანი ჟანგბადით დესატურაცია ან ძილისგან გამოფხიზლება EEG-ზე.

PSG-ის დროს შეიძლება დაფიქსირდეს ან აპნოე, რომელიც ხასიათდება ჰაერის ნაკადის სრული შეწყვეტით სულ მცირე 10 წამით, ან ჰიპოპნოე, სადაც ჰაერის ნაკადი მცირდება 50%-ით 10 წამის განმავლობაში ან 30%-ით, თუ თან ახლავს ჟანგბადის გაჯერების შემცირება ან ძილისგან გამოფხიზლება. ძილის აპნოეს სიმძიმე ფასდება საათში მოვლენების რაოდენობის მიხედვით, რომელიც ცნობილია როგორც აპნოე-ჰიპოპნოეს ინდექსი (AHI). 5-ზე ნაკლები AHI ითვლება ნორმალურად, 5-15 არის მსუბუქი, 15-30 არის ზომიერი და 30-ზე მეტი საათში მიუთითებს ძილის მძიმე აპნოეზე.

მკურნალობა

ჰაერის ნაკადს და სასუნთქი გზების წნევას არეგულირებს:

  • CPAP
  • BiPAP

თანამედროვე მოწყობილობებს CSA-ს აღმოჩენის სენსორიც აქვთ, რომელსაც ავტომატურად შეუძლია ჰაერის ნაკადისა და წნევის რეგულირება.