რატომ უნდა იქირაოთ ჟანგბადის კონცენტრატორი?

ჟანგბადის კონცენტრატორი უზრუნველყოფს აუცილებელ დახმარებას იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ოქსიგენოთერაპია უტარდებათ და ავად არიან ფქოდ-ით, ბრონქიტით, COVID-19_ით, აზბესტოზით, ასთმით, ფილტვის აბსცესით, ფილტვის კიბოთი, პნევმონიით, ფილტვების ფიბროზით ან ცისტური ფიბროზით. ბევრი პაციენტისთვის მისი შეძენის გადაწყვეტილების მიღება შეიძლება რთული იყოს.

ჟანგბადის კონცენტრატორის ქირაობის უპირატესობები

თუ თქვენ, ან თქვენს ნაცნობს ჟანგბადის აპარატი სჭირდება, მისი ქირაობა შეიძლება უფრო მისაღები ვარიანტი იყოს. ქირაობას ყიდვასთან შედარებით რამდენიმე უპირატესობა აქვს:

  • ხარჯ-ეფექტურობა: ქირაობა უფრო ხარჯ-ეფექტურია, ვიდრე ყიდვა. საშუალოდ ჟანგბადის აპარატის ქირაობა შესაძლოა 350-400 ლარი ღირდეს თვეში, ხოლო ყიდვა 600 ლარი კვირაში. (დანაზოგი ღირებულების 60%-ია!)

  • შეკეთებაზე ზრუნვა არ გიწევთ: თუკი ნაქირავები ჟანგბადის აპარატი მუშაობას შეწყვეტს, გამქირავებელი კომპანია ვალდებულია შეაკეთოს ან შეცვალოს ის, ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე სათადარიგო ნაწილის ფასი შეიძლება 100$-150$-დან იწყებოდეს.

  • 24/7 მხარდაჭერა: ჟანგბადის კონცენტრატორთან დაკავშირებული პრობლემის შემთხვევაში, დახმარება 24/7 იქნება ხელმისაწვდომი, შუაღამის ჩათვლით. ამ დონის მხარდაჭერა როგორც წესი შეძენის შემთხვევაში არ არის ხელმისაწვდომი.

  • პარტნიორობა სამედიცინო პროფესიონალებთან: ჩვენი კომპანია თანამშრომლობს ავერსის კლინიკებთან, რაც უზრუნველყოფს უშუალო წვდომას ექიმებთან და სამედიცინო ცოდნასთან.

  • აუცილებელია ქრონიკული მოვლისთვის: ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს ესაჭიროებათ მუდმივი ზრუნვა და დახმარება.

რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ:

ჩვენი ექსპერტიზა სამედიცინო სფეროში გაუმჯობესებულ გამოცდილებას გაძლევთ

სხვა გაქირავების კომპანიებისგან ან ფიზიკური პირებისგან განსხვავებით, რომლებსაც არ აქვთ სამედიცინო გამოცდილება ან ცოდნა, ჩვენ დავამყარეთ პარტნიორობა მოწინავე სამედიცინო კლინიკებთან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

ეს სამედიცინო გამოცდილება კონკურენტულ უპირატესობას გვაძლევს და შეგვიძლია შემოგთავაზოთ უფრო ინფორმირებული და სანდო მომსახურება. ჩვენი მჭიდრო ურთიერთობა საავადმყოფოებთან ასევე უზრუნველყოფს ჩვენი პროდუქციის რეგულარულად შემოწმებას და განახლებას, რათა მათ დააკმაყოფილონ უმაღლესი სტანდარტები, რითაც უზრუნველვყოფთ საუკეთესო ხარისხის აღჭურვილობას და მომსახურებას.