რატომ უნდა იქირაოთ ჟანგბადის კონცენტრატორი?

იმის დასადგენად, ადამიანს ჭეშმარიტად აწუხებს ჟანგბადის უკმარისობა, თუ უბრალოდ ზედმეტად იღლება, მიზეზის ექიმი სისხლში ჟანგბადის სატურაციას (SpO2) ამოწმებს. ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანის ნორმა 95%-100% ჩარჩოში უნდა იყოს. თუ სატურაციის მაჩვენებელის დაცემა ნიშნავს, რომ ქსოვილები ვეღარ იღებს საჭირო რაოდენობის ჟანგბადს. შედეგად ირღვევა უჯრედებში ენერგიის გამომუშავების პროცესი. შესაბამისი მკურნალობის გარეშე, დროთა განმავლობაში, ჰიჰოქსია შესაძლოა შეუქცევად პრობლემად იქცეს, გამოიწვიოს ორგანოების დაზიანება და ინსტულტიც კი. კონკრეტულად ჟანგბადის უკმარისობის პრობლემის მოსაგვარებლად, მთავარი პრობლემის მკურნალობის პარალელურად ინიშნება ოქსიგენოთერაპია, რომლის მთავარი ინსტრუმენტი სწორედ ჟანგბადის კონცენტრატორია.

ჟანგბადის აპარატი ქირაობის უპირატესობები

თუ პაციენტს ძალიან მძიმე ქრონიკული ჰიპოქსია არ აწუხებს და ოქსიგენოთერაპია კონკრეტული დროის მონაკვეთში სჭირდება, ტექნიკის ქირაობა ყიდვაზე ოპტიმალურ ვარიანტად ითვლება. დროებით სარგებლობაში აღებას შეძენასთან შედარებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს:

  • ხარჯ-ეფექტურობა: პორტატული ჟანგბადის აპარატის ქირაობა მოკლევადიანი სარგებლობისთვის ყიდვასთან შედარებით ბევრად ეკონომიურია. მოწყობილობის შეძენას ბევრად დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება და მხოლოდ მაშინაა გამართლებული, როცა თერაპია ქრონიკულ სახეს იღებს და პაციენტს წლების განმავლობაში სჭირდება. ხოლო თუ ექიმის დანიშნულება მხოლოდ რამდენიმე კვირაზე ან თვეზე გრძელდება, ტექნიკის დაქირავება გაცილებით პრაქტიკულია.

  • პროფესიონალური ტექნიკური მომსახურება: პორტატული ჟანგბადის აპარატის ქირაობის შემთხვევაში, შეკეთების პასუხისმგებლობა პროვაიდერ კომპანიაზეა. თუკი ნაქირავები სამედიცინო მოწყობილობა მუშაობას შეწყვეტს, მისი შეკეთების პასუხისმგებლობა სრულად გამქირავებელს ეკისრება. პროვაიდერი ვალდებულია ტექნიკა დამატებითი ხარჯების გარეშე შეაკეთოს ან ახლით ჩაანაცვლოს. პაციენტს არ სჭირდება ძვირადღირებული სათადარიგო ნაწილების შეძენა ან სანდო ხელოსნის დამოუკიდებლად მოძიება.

  • 24/7 მხარდაჭერა: ოქსიგენოთერაპიის პროცესში მსგავსი უწყვეტი კავშირი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სანდო პროვაიდერი დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, შუაღამის ჩათვლით ხელმისაწვდომია. აპარატურასთან დაკავშირებული ნებისმიერი ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში პაციენტს ყოველთვის შეუძლია გამქირავებელთან დაკავშირება, რადგან აპარატი, ნომინალურად, სწორედ კომპანიის საკუთრებაშია. როგორც წესი, ტექნიკის შეძენისას მსგავსი მხარდაჭერა არაა ხელმისაწვდომი.

  • პარტნიორობა სამედიცინო პროფესიონალებთან: კონკრეტულად „ორქა მედიქალი“ თანამშრომლობს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთან, მათ შორის ავერსის კლინიკებთან. სამედიცინო სფეროს პროფესიონალებთან მჭიდრო კავშირი კომპანიას უშუალო წვდომას აძლევს შესაბამის ცოდნაზე. შედეგად, ზუსტად ფასდება პაციენტების საჭიროებები და ხდება სანდო, ინფორმირებული მომსახურების გაწევა.

  • მუდმივი ზრუნვა ქრონიკული მდგომარეობის თერაპიისას: ქრონიკული დაავადებების პაციენტებისთვის მუდმივი და საიმედო მომსახურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გაქირავების სერვისით სარგებლობისას პაციენტს აქვს გარანტია, რომ ტექნიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა უმოკლეს დროში გადაწყდება.

მოწყობილობა მარტივი პრინციპით მუშაობს: ისრუტავს ოთახის ჰაერს, ატარებს სპეციალურ ფილტრებში, აცალკევებს აზოტს და პაციენტს სუფთა, მაღალი კონცენტრაციის ჟანგბადს აწვდის. 

გამოყენებისას მნიშვნელოვანია პაციენტმა გაითვალისწინოს, რომ ტექნიკა დაავადებას არ მკურნალობს. ის ვერ განკურნავს პნევმონიას, ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას ან ასთმის გამომწვევ ფუნდამენტურ მიზეზებს. მისი როლი კონკრეტული პრობლემის მოგვარებაა – აპარატი სისხლში ჟანგბადის დონეს ნორმას უბრუნებს, რის შედეგადაც პაციენტს უადვილდება სუნთქვა, მოდის ტონუსში, აღუდგება ენერგია,  და სრულფასოვანი ძილი.

თერაპიის დანიშვნისას ხშირად დგება ტექნიკის შეძენის ან დაქირავების საკითხი. პაციენტების დიდ ნაწილს მოწყობილობა მხოლოდ მოკლე დროით, მაგალითად, პოსტოპერაციულ ან სარეაბილიტაციო პერიოდში სჭირდება, მაგრამ არ აქვს საშუალება ყოველდღიური სესიებისთვის კლინიკაში იაროს. მსგავს სიტუაციებში პორტატული ჟანგბადის აპარატის ქირაობა ყველაზე პრაქტიკული ნაბიჯია.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს სიპაპ (CPAP) ან ბიპაპ (BiPAP) აპარატები. თუ პაციენტს სუნთქვასთან დაკავშირებულ პრობლემები ძირითადად ძილის დროს აწუხებს – მაგალითად, ობსტრუქციული აპნოე და ძლიერი ხვრინვა – სიპაპ (CPAP) ან ბიპაპ (BiPAP) მოწყობილობით თერაპია გავრცელებული პრაქტიკაა. ზოგადი

პორტატული ჟანგბადის კონცენტრატორი — გვერდითი ხედი

რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ:

იმისთვის, რომ ოქსიგენოთერაპია შედეგიანი იყოს აუცილებელია ხარისხიანი პორტატული ჟანგბადის აპარატის გამოყენება. სანდო პროვაიდერი, რომელიც მაღალი ხარისხის ტექნიკას აქირავებს და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ყავს წარმატებული მკურნალობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„ორქა მედიქალი“ არ წარმოადგენს სამკურნალო კლინიკას, არ სვამს დიაგნოზს და არ ნიშნავს მკურნალობის კურსს. კომპანიის ერთადერთი როლი პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სასუნთქი აპარატების მიწოდება და მათი 24/7-ზე მომსახურებაა. ფიზიკური პირებისა და გამოუცდელი პროვაიდერებისგან განსხვავებით, “ორქა მედიქალი” მომხმარებელს სრულად უსაფრთხო, საერთაშორისო FDA და CE სერტიფიკატების მქონე ტექნიკას აწვდის. 

ქირაობისას პაციენტი აპარატთან ერთად იღებს სრულიად ახალ, სტერილურ აქსესუარებს, მათ შორის შეფუთულ ნაზალური კანულასა და დამატენიანებელ ჭიქას. მსგავსი მიდგომა ჰიგიენის უმაღლეს სტანდარტს იცავს და პაციენტს ტექნიკის უსაფრთხოდ, მიღებისთანავე გამოყენების საშუალებას აძლევს.

სწორად შერჩეული და ტექნიკურად გამართული პორტატული ჟანგბადის აპარატი ოქსიგენოთერაპიის წარმატების საწინდარია. ექიმის სწორი დანიშნულებით ჟანგბადის თერაპიას შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს პაციენტის ცხოვრების ხარისხი და გააადვილოს ძირეული ჯანმრთელობის პრობლემის მკურნალობაც.