ჟანგბადის აპარატი ( ჟანგბადის კონცენტრატორი) ქირაობით

როცა სუნთქვა გირთულდებათ, ეს იმის ნიშანია, რომ ორგანიზმი სათანადო რაოდენობის ჰაერს ვერ იღებს. ასეთ სიტუაციებში სწორად შერჩეული ჟანგბადის აპარატი საუკეთესო დამხმარეა – ის ადამიანს საშუალებას აძლევს საჭირო რაოდენობის ჰაერი ორგანიზმის დამატებით დასტრესვის გარეშე მიიღოს და ენერგია აღიდგინოს. მოწყობილობა ოთახის ჰაერს ისრუტავს და მას სპეციალური ფილტრების დახმარებით წმენდს: აშორებს ჰაერს აზოტსა და სხვა მინარევებს, რის შემდეგაც პაციენტს სუფთა სახით აწვდის. 

ჟანგბადის აპარატის გამოყენებამდე, აუცილებელია მოწყობილობის დანიშნულების სწორად გაგება. მოცემული სამედიცინო ტექნიკა პირდაპირ არ კურნავს რომელიმე დაავადებას. ის არც ძირითად თერაპიას ანაცვლებს. აპარატს დამხმარე ფუნქცია აქვს და, ხშირად, ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, მაგრამ არა – ძირითადი.

სამედიცინო სფეროს სპეციალისტები პაციენტებს მოწყობილობის გამოყენებას ურჩევენ სხვადასხვა რესპირატორული, კარდიოვასკულური და ცერებროვასკულური დაავადებების, ძილის აპნოეს და პნევმონიის დროს. აპარატი ასევე ეფექტურია ჰიპოქსიასთან ასოცირებული პრობლემების სამართავად. ჟანგბადის თერაპია საგრძნობლად ამცირებს ქოშინს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. 

„ორქა მედიქალის“ კატალოგი გთავაზობთ რამდენიმე ტიპის სასუნთქ ტექნიკას განსხვავებულ სიტუაციებში გამოსაყენებლად, რათა უპრობლემოთ აირჩიოთ მოდელი, რომელიც მაქსიმალურად კომფორტულად ერგება თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობასა და ცხოვრების სტილს, თერაპიის ეფექტურობის გასაზრდელად. კატალოგი მოიცავს როგორც სახლის პირობებში გამოსაყენებელ, ისე პორტატულ მოდელებს. 

Longfian JAY-5 – კომპაქტური ჟანგბადის აპარატი სახლში გამოყენებისთვის

სტანდარტული ხუთლიტრიანი მოდელები ამჟამად ბაზარზე ყველაზე გავრცელებული არჩევანია. ისინი სახლის პირობებში გამოსაყენებლად შეიქმნა. მსგავსი აპარატები მაღალი ენერგოეფექტურობით გამოირჩევა და ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეუფერხებლად მუშაობს. კატალოგში წარმოდგენილი JAY 5 მოდელი განსაკუთრებით უსაფრთხოა და სრულად პასუხობს იმ პაციენტების მოთხოვნებს, რომლებსაც რესპირატორული თერაპია ყოველდღიურ რეჟიმში სჭირდებათ. სჭირდება 300 ვატზე ნაკლები სიმძლავრე სამუშაოდ და გამოსცემს 40 დეციბელზე ნაკლებ ხმაურს, რაც დაახლოებით დაბალ ხმაზე ჩურჩულის ეკვივალენტია.

მოწყობილობას ჩაშენებული აქვს ხმოვანი და ვიზუალური გამაფრთხილებელი სიგნალები, რომლებიც ირთვება დენის გათიშვის, ძაბვის ცვალებადობის, წნევის ვარდნისა და დაბალი ჟანგბადის კონცენტრაციის დროს. აპარატი ასევე აღჭურვილია ჟანგბადის კონცენტრაციის დონის სენსორებით, რომლებიც მომხმარებელს აწვდიან ინფორმაციას სწორად მუშაობს თუ არა მოწყობილობა (ეფექტურობისთვის საჭიროა ჟანგბადის კონცენტრაცია 90%-96% მონაკვეთში იყოს). აპარატს მიღებული აქვს CE (Conformite Europeenne) სერტიფიკატი.

Philips Respironics EverFlo – უხმაურო მოდელი დღის ნებისმიერ მონაკვეთში გამოსაყენებლად

პაციენტები, ვისაც ესაჭიროება ჟანგბადის აპარატი კონცენტრატორით, რომელიც სახლის ინტერიერში ნაკლებად შესამჩნევია, ხშირად უპირატესობას Philips Respironics EverFlo ანიჭებენ. კომპაქტური დიზაინისა და მცირე წონის წყალობით, მოდელი კლასიკურ სამედიცინო ტექნიკას ნაკლებად ჰგავს. ის მარტივი გადასაადგილებელია ოთახიდან ოთახში და თითქმის სრულიად ჩუმად მუშაობს. ეს მოდელი მაშინ არის უპირატესი, როცა პაციენტს სჭირდება აპარატი, რომელიც სახლის გარემოსთან შეუმჩნევლად ინტეგრირდება და საშუალებას აძლევს მას ჟანგბადის თერაპიის პარალელურად სხვა საქმეებით დაკავდეს.

ჟანგბადის აპარატის დაბალ ხმას განსაკუთრებული პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს: ის პაციენტისთვის მაქსიმალურად მშვიდი ძილის პირობებს ქმნის, ღამის ჟანგბადის თერაპია კი ორგანიზმს უკეთ ეხმარება დაღლილობის დაძლევაში. ამავე დროს მოწყობილობას არ სჭირდება განსაკუთრებული თვალყურის დევნება – ის სისხლში ჟანგბადის დონეს ნორმის ფარგლებში სტაბილურად ინარჩუნებს ზედამხედველის გარეშეც. 

Kingon P2 – პორტატული ჟანგბადის აპარატი აქტიური ცხოვრებისთვის

აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანებს, რომლებიც დროის დიდ ნაწილ მოძრაობაში ატარებენ სჭირდებათ შედარებით მსუბუქი და კომპაქტური აპარატი. სპეციალურად ამ კატეგორიისთვის შეიქმნა Kingon P2.  ეს მოდელი ამჟამად მსოფლიოში ერღ-ერთი ყველაზე მსუბუქი (იწონის 2 კგ-ზე ნაკლებს) და მცირე ზომის (მარტივად მოთავსდება ხელჩანთაში) ჟანგბადის აპარატია. ის მრავალჯერად დატენვად ელემენტზე მუშაობს. სრულად დამუხტული ელემენტი დაახლოებით 4 საათს ძლებს. მის შევსებას კი 4-5 საათი სჭირდება.

აღნიშნული მოწყობილობის მთავარი უპირატესობა იმაშია, რომ სრულიად თავისუფლად შეიძლება მისი თან ტარება – გინდ სამსახურში, გინდ თვითმფრინავში მგზავრობისას. მოდელი ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაციის (FDA) მიერაა დამტკიცებული. ის ზუსტად ერგება ადამიანის სუნთქვის ინდივიდუალურ რიტმს. აღჭურვილია 7 სმ ფერადი ეკრანით, რომელზეც გამოსახულია მაღვიძარათი, ელემენტის დონის მაჩვენებელი და ჟანგბადის ნაკადის კონტროლი. სამართავი პანელი სრულიად ინტუიციურია და ტექნიკურ ცოდნას არ ითხოვს.

რატომ უნდა იქირაოთ ჟანგბადის აპარატი კონცენტრატორით? 

ჟანგბადის აპარატი სპეციფიკური ტექნიკაა, რომლის გამოყენებაც პაციენტების დიდ ნაწილს მხოლოდ განსაზღვრული დროით სჭირდება. მაგალითად, პოსტოპერაციული ან მწვავე რეაბილიტაციის პერიოდში. გაქირავების სერვისი ხშირ შემთხვევაში ყიდვაზე გაცილებით ეკონომიური და მოქნილი გამოსავალია.

ამას ისიც ემატება, რომ, რადგან ტექნიკას არ ფლობს, მისი მოვლის პასუხისმგებლობაც პაციენტზე არაა. ტექნიკის დაქირავებისას მისი მოვლისა თუ შეკეთების პასუხისმგებლობა უშუალოდ პროვაიდერ კომპანიას ეკისრება. „ორქა მედიქალითან“ თანამშრომლობისას პაციენტი იღებს შემოწმებულ, ტექნიკურად გამართულ და გასტერილებული აპარატს. 

მნიშვნელოვანია ის დეტალიც, რომ ქირაობისას კომპლექტაციაში მუდმივად შედის სრულიად ახალი ნაზალური კანულა და დამატენიანებელი ჭიქა. ამიტომ ტექნიკის გამოყენება დაუყოვნებლივაა შესაძლებელი. ამასთან, კომპანია ყოველი გამოყენების წინ ცვლის ფილტრებსა და ცალკეულ ნაწილებს. სერტიფიცირებული ტექნიკოსები მოწყობილობას დეტალურად ამოწმებენ. ეს პროცესი გამიზნულია დაიცვას უმაღლესი სანიტარული სტანდარტები და უზრუნველყოს ინფექციური უსაფრთხოება პაციენტისთვის.

რატომ ირჩევენ „ორქა მედიქალს“?

„ორქა მედიქალი“ არაა სამკურნალო კლინიკა. კომპანია დიაგნოზს არ სვამს და არც მკურნალობას ნიშნავს. ის სასუნთქი სამედიცინო ტექნიკის მიმწოდებელი ორგანიზაციაა. კომპანია საქართველოს წამყვან საავადმყოფოებთან და ექიმებთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

დაგროვილი გამოცდილება კომპანიას ეხმარება, მომხმარებელს სანდო და ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს. მთავარი ამოცანაა პაციენტებს ევროპული სტანდარტის ტექნიკა მიეწოდოს. გუნდი სამედიცინო პერსონალსა და პაციენტებს შორის კომუნიკაციას მნიშვნელოვნად ამარტივებს.

Title

Go to Top