აღწერა
Philips Respironics EverFlo ჟანგბადის კონცენტრატორი მცირე წონიანი მოწყობილობაა, რაც მის ტრანსპორტირებას და შენახვას აადვილებს. მისი კომპაქტური დიზაინის გამო ის სამედიცინო მოწყობილობას ნაკლებად ჰგავს და კარგად ინტეგრირდება სახლში. ის შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც დამხმარე მკურნალობა სხვადასხვა რესპირატორული, კარდიოვასკულური და ცერებროვასკულური დაავადებების დროს, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ნახშირჟანგით ინტოქსიკაციის, ჰიპოქსიასთან ასოცირებული დაავადებების, ძილის აპნოეს, ემფიზემის და ფილტვის კიბოს დროსაც.
მოდელი |
EverFlo |
დინების სიჩქარე |
0.5-5ლ |
გასასვლელი წნევა |
5.5 ფუნტი კვადრატულ ინჩზე |
ჟანგბადის სისუფთავე |
93% (±3%) |
ხმის დონე |
≤45დბ |
ენერგიის მოხმარება |
≤300ვატი |
გამაფრთხილებელი სიგნალები |
დენის გათიშვის სიგნალიზაცია, მაღალი და დაბალი წნევის სიგნალიზაცია, დაბალი ჟანგბადის კონცენტრაციის სიგნალიზაცია |
მასა ნეტო |
14კგ |
გაბარიტები |
584*381*241 მმ |
რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ:
ჩვენი ექსპერტიზა სამედიცინო სფეროში გაუმჯობესებულ გამოცდილებას გაძლევთ
სხვა გაქირავების კომპანიებისგან ან ფიზიკური პირებისგან განსხვავებით, რომლებსაც არ აქვთ სამედიცინო გამოცდილება ან ცოდნა, ჩვენ დავამყარეთ პარტნიორობა მოწინავე სამედიცინო კლინიკებთან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
ეს სამედიცინო გამოცდილება კონკურენტულ უპირატესობას გვაძლევს და შეგვიძლია შემოგთავაზოთ უფრო ინფორმირებული და სანდო მომსახურება. ჩვენი მჭიდრო ურთიერთობა საავადმყოფოებთან ასევე უზრუნველყოფს ჩვენი პროდუქციის რეგულარულად შემოწმებას და განახლებას, რათა მათ დააკმაყოფილონ უმაღლესი სტანდარტები, რითაც უზრუნველვყოფთ საუკეთესო ხარისხის აღჭურვილობას და მომსახურებას.
დღიური ქირა (თვეზე ნაკლები დროით): 12 ლარი
თვიური ქირა*: 350 ლარი
პროდუქტი კომპლექტშია 1 ნაზალურ კანულასთან და 1 დამატენიანებელთან ერთად.
ჩვენს პროდუქციას შემოწმება და სტერილიზაცია უტარდება, მათ შორის ფილტრების შეცვლა პაციენტებს შორის, რათა დავრწმუნდეთ, რომ უმაღლესი დონის და ყველაზე სანდო მომსახურებას მიიღებთ.
დაგვირეკეთ ახლავე და იყავით მშვიდად!
რატომ ორქა მედიქალი
- ორქა მედიქალი მოწინავე სასუნთქ მოწყობილობს გთავაზობთ, რომლებიც ჯანდაცვის ორგანიზაციების მკაცრ სტანდარტებს შეესაბამება. ჩვენ საქართველოს მსხვილ კლინიკებთან ვთანამშრომლობთ.
- ორქა მედიქალის ლაბორატორიული სერვისები გთავაზობთ დეფექტების სწრაფ და ზუსტ დიაგნოსტირებას და შეკეთებას, კონტროლირებად გარემოში, პროფესიონალი ტექნიკოსების მიერ.
- ორქა მედიქალი უზრუნველყოფს პროფესიონალურ ტრენინგს და მჭიდრო ზედამხედველობას, მათ შორის აღჭურვილობის დეტალური ახსნა-განმარტებას მომხმარებლისთვის ადგილზე და მოწყობილობის ადაპტაციას მომხმარებლის სპეციფიკურ სამედიცინო საჭიროებებზე.
- ორქა მედიქალი მომხმარებელს სთავაზობს მცოდნე წარმომადგენლების 24/7 მომსახურებას, რომლებიც ყოველთვის ხელმისაწვდომი არიან ნებისმიერი კითხვისთვის თუ დასახმარებლად.
ორქა მედიქალი და ავერსი უნიკალურ მომსახურებას გთავაზობენ. თუკი ექიმის მიერ რეკომენდებულია სამედიცინო ჟანგბადი, ორქა მედიქალი-ის პროფესიონალი და სერტიფიცირებული ჟანგბადის ტექნიკოსი ადგილზე მოვა სათანადო მოწყობილობებით უზრუნველსაყოფად.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.