მიმოხილვა

აზბესტოზი ხანგრძლივი ქრონიკული ფილტვების დაავადებაა, რომლის მიზეზიც აზბესტის ბოჭკოების შესუნთქვაა და ფილტვის ქსოვილზე ნაწიბურების გაჩენას და სუნთქვის გაძნელებას იწვევს. სიმპტომები შეიძლება იყოს მსუბუქი ან მძიმე და ხშირად არ გამოვლინდება ექსპოზიციიდან წლების განმავლობაში.

აზბესტი კოროზიისადმი მედეგი მინერალური პროდუქტია. წარსულში იგი ფართოდ გამოიყენებოდა საიზოლაციო პროდუქტებში, ცემენტში და ზოგიერთი იატაკის ფილებში.

აზბესტოზის მქონე ადამიანების უმეტესობამ ის სამსახურში შეიძინა, სანამ ფედერალური მთავრობა 1970-იან წლებში აზბესტისა და აზბესტის პროდუქტების გამოყენების რეგულირებას დაიწყებდა. დღეს მასთან მუშაობა მკაცრად რეგულირდება. აზბესტოზით დაავადება უკიდურესად მცირე სავარაუდოა, თუკი თქვენი დამსაქმებლის უსაფრთხოების პროცედურებს დაიცავთ

სიმპტომები

ხანგრძლივი ექსპოზიციის ეფექტები, პირველი ექსპოზიციიდან 10-40 წლამდე ვადაში არ გამოვლინდება. სიმპტომები შესაძლოა მკვეთრად განსხვავდებოდნენ სიმწვავით.

აზბესტოსის ნიშნები და სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს:

  • სუნთქვის გაძნელებას.
  • ხანგრძლივ მშრალ ხველას.
  • გულმკერდის შებოჭილობას ან ტკივილს.
  • ფილტვებში ხიხინს ჩასუნთქვისას.
  • ფართო მომრგვალებულ ფრჩხილებს ხელისა და ფეხის თითებზე (დოლისებრი)

 

როდის მივიდეთ ექიმთან

თუკი აზბესტთან შეხება გქონიათ და უჩივით სუნთქვის გაძნელებას, დაუკავშირდით ჯანდაცვის პროვაიდერს აზბესტოზის შესაძლო არსებობის გამო.

 

მიზეზები

აზბესტის მტვრის დიდ რაოდენობასთა კონტაქტმა ხანრძლივი დროის განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს მათი ბოჭკოების ალვეოლებში დაგროვება და ფილტვებისთვის ჟანგბადის და ნახშირორჟანგის მიმოცვლაში ხელის შეშლა. აზბესტის ბოჭკოები აღიზიანებენ და ანაწიბურებენ ფილტვის ქსოვილს, რაც ფილტვს ხისტს ხდის და სუნთქვას აძნელებს.

აზბესტოზის პროგრესირებასთან ერთად ფილტვის ქსოვილი უფრო ნაწიბუროვანი ხდება და საბოლოოდ ისეთი ხისტი ხდება, რომ ნორმალურად შეკუმშვა და გაფართოება აღარ შეუძლია.

მოწევა აზბესტის ბოჭკოების ფილტვებში შეკავებას უწყობს ხელს და ხშირად დაავადება მწეველებში უფრო სწრაფად პროგრესირებს.

რისკ ფაქტორები

აზბესტოზის რისკი მაღალია მათში, ვინც აზბესტთან დაკავშირებულ ინდუსტრიებში მუშაობდა (მაღარო, ფრეზირება, წარმოება, ინსტალაცია) უპირატესად 1970-იან წლებამდე. მაგალითად:

  • აზბესტის მაღაროელები
  • თვითმფრინავების და ავტომობილების მექანიკოსები
  • ბოილერების ოპერატორები
  • მშენებლები
  • ელექტრიკოსები
  • რკინიგზის მუშაკები
  • ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების და წისქვილების მუშები
  • გემთმშენებლები

აზბესტოზის რისკს განსაზღვრავს ექსპოზიციის დონე და ხანგრძლივობა. რაც მეტია ექსპოზიცია, ფილტვების დაზიანების რისკი იზრდება.

მეორადი ზემოქმედება შესაძლებელია დაუცველი მუშაკების ოჯახის წევრებისთვის, რადგან აზბესტის ბოჭკოები შეიძლება სახლში იყოს ტანსაცმელზე. მაღაროებთან ახლოს მცხოვრები ადამიანები ასევე შეიძლება ექვემდებარებოდნენ ჰაერში გამოშვებულ აზბესტის ბოჭკოების ექსპოზიციას.

 

პრევენცია

აზბესტის ექსპოზიცია აზბესტოზის პრევენციის ყველაზე ეფექტური გზაა. 1970-იან წლებამდე აშენებული შენობების მილებში და იატაკის ფილებში შესაძლოა გამოყენებული იყოს აზბესტის შემცველი მასალები. ზოგადად, არ არსებობს ზემოქმედების რისკი, თუ აზბესტი არის დახურული და ხელუხლებელი. აზბესტის ბოჭკოების ჩასუნთქვის საფრთხე წარმოიქმნება აზბესტის შემცველი მასალების დაზიანებისას. გაიარეთ შემოწმება აკრედიტებულ პროფესიონალებთან.

აზბესტოზის მკურნალობა

ჟანგბადის თერაპია აზბესტოზით დაავადებულებისთვის ნაჩვენებია, ვინაიდან ის სუნთქვის გაძნელებას და ჰაერის უკმარისობას ამსუბუქებს, ეს ორივე დამთრგუნველი სიმპტომი აზბესტოზს ახასიათებს. თუმცა ოქსიგენოთერაპია სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ჩატარდეს, რადგან რამდენადმე რისკის შემცველია.

ჟანგბადის თერაპიის ბენეფიტები აზბესტოზით დაავადებულებში

ბრონქოდილატატორებთან ერთად, რომელთა მიზანია სასუნთქი გზების კუნთების მოდუნება, ოქსიგენოთერაპია ხშირად ინიშნება აზბესტოზით დაავადებულებში, რადგანაც ეს დაავადება სუნთქვის გაძნელებით ხასიათდება. ჟანგბადი კონცენტრატორიდან გადადის. მართალია აზბესტოზით დაავადებული ყველა პაციენტი არ საჭიროებს ჟანგბადით მკურნალობას, მაგრამ ის ძალიან ეფექტურია მკერდის ტკივილის, სუნთქვის გაძნელების და ქოშინის დროს. გარდა ამისა, ჟანგბადის თერაპია ჟანგბადის კონცენტრატორთან ერთად ამცირებს გართულებების რისკს, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს აზბესტოზისგან, როგორიცაა პლევრის გამონაჟონი, ატელექტაზი და პლევრის დიფუზური გასქელება.

ჰაერში, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ, 21% ჟანგბადია. თუმცა აზბესტოზის მქნე ადამიანებს ხშირად მეტი სჭირდებათ მათი სიმპტომების დასაძლევად, ვინაიდან მათი ფილტვები დაზიანებულია. ქვემოთ ჩამოთვლილია ოქსიგენოთერაპიის მხოლოდ რამდენიმე უპირატესობა:

  • გულის უკმარისობის პრევენცია.
  • ზრდის გადარჩენის სიხშირეს.
  • აუმჯობესებს ძილს.
  • ამაღლებს გონებრივ სიფხიზლეს.
  • ამცირებს მოთენთილობას.
  • ამცირებს სუნთქვის გაძნელებას.
  • ხსნის თავის ტკივილს.
  • აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.
  • აუმჯობესებს განწყობას.