ასთმა მიმოხილვა
ასთმა ქრონიკული მდგომარეობაა რომელიც შეიძლება დაემართოს როგორც ბავშვებს, ასევე ზრდასრულებს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ფილტვებში სასუნთქი გზები ვიწროვდება ანთების და კუნთების შეკუმშვის გამო. ეს იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ხველა, ვიზინგი, სუნთქვის გაძნელება და გულმკერდის შებოჭილობა. ეს სიმპტომები შესაძლოა ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ და უარესებოდნენ ფიზიკური დატვირთვის დროს ან ღამით. ზოგიერთი ტრიგერი, რომელიც ყველა ინდივიდისთვის სხვადასხვაა, ასევე აუარესებს ასთმის სიმპტომებს. ყველაზე ხშირი ტრიგერებია: ვირუსული ინფექციები, მტვერი, მოწევა, ორთქლი, ამინდის ცვლილება, დამტვერიანება, ცხოველის ბეწვი და სუნამო.
ზეგავლენა
ასთმა ხშირად არასათანადოდაა დიაგნოსტირებული და ნამკურნალევი, განსაკუთრებით დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში.
მათ, ვინც სათანადოდ არ მკურნალობს, შესაძლოა აწუხებდეთ ძილის დარღვევები, დღის განმავლობაში დაღლილობა და კონცენტრაციის დაქვეითება. ასთმით დაავადებულები და მათი ოჯახის წევრები შესაძლოა აცდენდნენ სკოლას და სამსახურს, რაც უარყოფითად აისახება როგორც ოჯახის, ასევე ფართო საზოგადოების ფინანსებზე. თუ სიმპტომები მწვავედაა გამოხატული, საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, რომელიც ჰოსპიტალში უნდა იყოს გაწეული. უმძიმეს შემთხვევებში კი ასთმა სიკვდილს იწვევს.
მიზეზები
ასთმის განვითარების გაზრდილ რისკთან ბევრი ფაქტორია დაკავშირებული, თუმცა ხშირად ერთი პირდაპირი მიზეზის პოვნა რთულია.
- ასთმის რისკი იზრდება, თუ რომელიმე ახლო ოჯახის წევრს, მაგალითად მშობელს ან და-ძმას აქვთ ასთმა.
- ასთმა უფრო ხშირია იმ ადამიანებში, რომლებსაც სხვა ალერგიული დაავადებებიც აქვთ, როგორიცაა ეგზემა და რინიტი (პოლინოზი).
- ურბანიზაცია ასთმის გაზრდილ პრევალენსთანაა დაკავშირებული, ალბათ ცხოვრების სტილის მრავალი ფაქტორის გამო.
- ადრეულ ასაკში მიმდინარე მოვლენებმა, რომლებიც ფილტვების განვითარებაზე ახდენენ გავლენას, ზრდიან ასთმის რისკს. ესენია: მცირე წონა დაბადებისას, დღენაკლობა, თამბაქოს გამონაბოლქვი და ჰაერის დაბინძურების სხვა მიზეზები, ასევე ვირუსული რესპირატორული ინფექციები.
- საყოფაცხოვრებო ალერგენების ექსპოზიცია ასევე ითვლება ასთმის რისკის გამომწვევად, მათ შორის შენობის შიგნით და გარეთ, როგორიცაა მტვრის ტკიპები, სამსახურებრივი შეხება ქიმიკატებთან, ორთქლი და მტვერი.
- ჭარბწონიანი ბავშვები და მოზრდილები ასთმის რისკის ქვეშ მეტად არიან.
ასთმის შემსუბუქება
საინჰალაციო მედიკამენტებს შეუძლიათ ასთმის კონტროლი, მაგრამ არა მისგან განკურნება. არსებობს ინჰალატორების ორი ძირითადი ტიპი: ბრონქოდილატატორები (ჰაერგამტარობის გასაზრდელად) და სტეროიდები (ანთების მოსახსნელად). ინჰალატორების გამოყენება განსხვავებულია, სპეისერებს შეუძლიათ გააუმჯობესონ ეფექტურობა. ინჰალატორებზე წვდომა შეზღუდულია დაბალ შემოსავლიან ქვეყნებში. პაციენტებს და მათ ოჯახებს სჭირდებათ განათლება ასთმის, მისი მკურნალობის, ტრიგერების და მენეჯმენტის შესახებ.
ასთმის მართვა
ასთმის დიაგნოზი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება დაისვას. მართალია მისგან განკურნება არ ხდება, მაგრამ მისი მართვა შეიძლება ჯანდაცვის პროვაიდერთან ერთად შემუშავებული კონტროლის გეგმის მიხედვით.
ასთმა კარგად კონტროლირებულია, თუ თქვენ:
- სწრაფად მოქმედი ინჰალატორი კვირაში სამზე ნაკლები სიხშირით გჭირდებათ.
- ასთმა ღამით არ გაღვიძებთ
- ყოველდღიურ აქტივობებს, მათ შორის ვარჯიშსაც, ასთმის სიმპტომების გარეშე ახორციელებთ.
ექვსი ნაბიჯი ასთმის საკონტროლებლად.
ნაბიჯი 1: გახადეთ თქვენი ვიზიტები ექიმთან უფრო პროდუქტიული
სამედიცინო დაწესებულებაში შემდგომი ვიზიტისას სწორი კითხვები რომ დასვათ თქვენი ასთმის მართვაზე და მკურნალობაზე, ამისთვის არსებობს რამდენიმე წყარო.
ნაბიჯი 2: შეადგინეთ ასთმის მართვის გეგმა
ისწავლეთ გეგმის შედგენა ჯანდაცვის პროვაიდერთან ერთად, რომელიც თქვენი ასთმის მართვისთვის ძირითად ინფორმაციას მოიცავს.
ნაბიჯი 3: შეაფასეთ და მეთვალყურეობა გაუწიეთ თქვენს კონტროლს
ასთმის გავრცელებული სიმპტომებია ხველა, შებოჭილობა გულმკერდში, ვიზინგი, აქტივობის შეზღუდვა და დაღლილობა. თვალყური ადევნეთ თქვენს სიმპტომებს, რათა მათზე კონტროლი არ დაგეკარგოთ.
ნაბიჯი 4: გესმოდეთ თქვენი მედიკამენტების
ასთმის სამკურნალოდ მრავალი მედიკამენტი არსებობს. ყოველი ადამიანის ასთმა განსხვავებულია და თქვენი ექიმი და ჯანდაცვის გუნდი თქვენთან ინდივიდუალური გეგმის შემუშავებაზე იზრუნებს.
ნაბიჯი 5: შეამცირეთ ასთმის ტრიგერები
გამოავლინეთ თქვენი ასთმის ტრიგერები და და ისწავლეთ მათთვის თავის არიდების მარტივი გზები.
ნაბიჯი 6: შეიძინეთ ასთმის თვითკონტროლის უნარ-ჩვევები
ისწავლეთ მეტი ასთმის შესახებ, ჩვენი ონლაინ კურსის და ანიმაციის მიხედვით
რა უნდა ვიცოდეთ ოქსიგენოთერაპიაზე ასთმის დროს
ჟანგბადით თერაპია მკურნალობის მეთოდია, რომელიც სხეულს დამატებით ჟანგბადს აწვდის. ექიმები ჟანგბადს სხვადასხვა მდგომარეობების დროს იყენებენ, მათ შორის ასთმის მწვავე შეტევის დროს.
ჟანგბადის თერაპია ერთ-ერთია, რომელის ასთმის მწვავე შეტევისას გამოიყენება.
ჟანგბადის თერაპია
თუკი ფილტვების ქრონიკული დაავადებებით იტანჯებით, კონცენტრატორით მოწოდებული დამატებითი ჟანგბადი შესაძლოა დაგჭირდეთ ორგანოთა ნორმალური ფუნქციონირების შესანარჩუნებლად.
მიუხედავად იმისა, რომ ჟანგბადის თერაპია უხშირესად საავადმყოფოში ტარდება, მისი გამოყენება შესაძლებელია სახლშიც (ჟანგბადის კონცენტრატორი). არსებობს რამდენიმე მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სახლში ჟანგბადის მიწოდებისთვის. თქვენი ჯანდაცვის პროვაიდერი დაგეხმარებათ აირჩიოთ მოწყობილობა, რომელიც საუკეთესოდ მუშაობს თქვენთვის. ჟანგბადი ჩვეულებრივ მიეწოდება ცხვირის (ჟანგბადის კანულა) ან სახის ნიღბის მეშვეობით. ჟანგბადის აღჭურვილობა შეიძლება მიმაგრდეს სხვა სამედიცინო აღჭურვილობასთან, როგორიცაა CPAP აპარატები და ვენტილატორები.
დაავადებები, რომლებმაც შეიძლება თქვენი ფილტვები დააზიანოს და სისხლში ჟანგბადის მიწოდებას ხელი შეუძალოს: ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ), ძილის აპნოე, ბრონქიტი, COVID-19, აზბესტოზი, ასთმა, ფილტვის აბსცესი, ფილტვის კიბო, პნევმონია, ფილტვის ფიბროზი ან ცისტური ფიბროზი.
ბენეფიტები
ადამიანებს, რომლებიც ასთმის მწვავე შეტევებისკენ არიან მიდრეკილნი, ჟანგბადით მკურნალობა შეიძლება სერიოზული გართულებების პრევენციაში დაეხმაროს. ოქსიგენოთერაპიის ბენეფიტები ჟანგბადის დაბალი დონის დროს:
- ქოშინის შემცირება
- მომატებული ენერგია
- გაუმჯობესებული ძილი