გაქირავების სერვისის პირველი ტიპი: კლინიკის ექიმის მიერ ინიცირებული.

  • 1

    ექიმი გინიშნავთ ჟანგბადის თერაპიას (ჟანგბადის კონცენტრატორს).

  • 2

    პაციენტი თანხმობას აცხადებს, რომ „ორქა მედიქალისგან“, ანუ ჩვენგან, დაურეკონ

  • 3

    სერტიფიცირებული ტექნიკოსი პაციენტს უკავშირდება და აცნობს პირობებს

  • 4

    პირობებზე დათანხმების შემთხვევაში, ტექნიკოსს ჟანგბადის კონცენტრატორი მიაქვს პაციენტთან (ექიმის მითითების მიხედვით)

  • 5

    ტექნიკოსი პაციენტს ავერსის კლინიკის ფილიალში ხვდება და უხსნის ჟანგბადის კონცენტრატორის მოხმარების წესებს. (ეს ყველაფერი პაციენტისგან თანხმობის განცხადებიდან 20 წუთში გვარდება – აი ასეთი სწრაფი მომსახურება გვაქვს!)

  • 6

    ქირაობა იმდენი ხნით შეგიძლიათ, რამდენიც გნებავთ, თუმცა მკაცრად რეკომენდებულია ექიმის ინსტრუქციების შესრულება

  • 7

    ქირის პერიოდის დასრულების შემდეგ, ჩვენი წარმომადგენელი პაციენტს უკავშირდება და შეუთანხმდება შეხვედრაზე მის სახლში, ჟანგბადის კონცენტრატორის წამოსაღებად

გაქირავების სერვისის მეორე ტიპი: პაციენტის, ან მისი ოჯახის წევრის მიერ ინიცირებული.

  • 1

    პაციენტი უკავშირდება ორქა მედიქალის ოფისს ფოსტის, ტელეფონის და ა.შ. მეშვეობით

  • 2

    ჩვენი წარმომადგენელი გაერკვევა პაციენტის საჭიროებებსა და მდგომარეობაში

  • 3

    თუკი პაციენტი პირობებს ეთანხმება, ტექნიკოსი მისთვის ყველაზე შესაფერის კონცენტრატორს მიუტანს

  • 4

    ტექნიკოსი პაციენტს მის მისამართზე, ან ჩვენს ოფისში ხვდება და მას, ან მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს განუმარტავს მოხმარების წესებს

  • 5

    ქირაობა იმდენი ხნით შეგიძლიათ, რამდენიც გნებავთ, თუმცა მკაცრად რეკომენდებულია ექიმის ინსტრუქციების შესრულება

  • 6

    ქირის პერიოდის დასრულების შემდეგ, ჩვენი წარმომადგენელი პაციენტს უკავშირდება და შეუთანხმდება შეხვედრაზე მის სახლში, ჟანგბადის კონცენტრატორის წამოსაღებად

როგორ დამეხმარება ჟანგბადით მკურნალობა?

* მომსახურების გაწევა მხოლოდ ხელშეკრულების და დეპოზიტის საფუძველზე ხდება

ახლავე დაგვირეკეთ და მოიპოვეთ სიმშვიდე!

რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ:

ჩვენი ექსპერტიზა სამედიცინო სფეროში გაუმჯობესებულ გამოცდილებას გაძლევთ

სხვა გაქირავების კომპანიებისგან ან ფიზიკური პირებისგან განსხვავებით, რომლებსაც არ აქვთ სამედიცინო გამოცდილება ან ცოდნა, ჩვენ დავამყარეთ პარტნიორობა მოწინავე სამედიცინო კლინიკებთან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

ეს სამედიცინო გამოცდილება კონკურენტულ უპირატესობას გვაძლევს და შეგვიძლია შემოგთავაზოთ უფრო ინფორმირებული და სანდო მომსახურება. ჩვენი მჭიდრო ურთიერთობა საავადმყოფოებთან ასევე უზრუნველყოფს ჩვენი პროდუქციის რეგულარულად შემოწმებას და განახლებას, რათა მათ დააკმაყოფილონ უმაღლესი სტანდარტები, რითაც უზრუნველვყოფთ საუკეთესო ხარისხის აღჭურვილობას და მომსახურებას.