პორტატული ჟანგბადის აპარატი (კონცენტრატორი) (POC) არის მოწყობილობა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც იმაზე მეტი ჟანგბადის მიღება სჭირდებათ, ვიდრე ჩვეულებრივ ჰაერშია. პორტატული ჟანგბადის კონცენტრატორი (POC) თავსებადია სახლის ჟანგბადის კონცენტრატორთან (OC) მაგრამ უფრო პატარა ზომისაა. მათი უმრავლესობის გამოყენება თვითმფრინავებში ნებადართულია ფაა-ს მიერ (ფედერალური ავიაციის ადმინისტრაცია) მცირე ზომის გამო.

არსებობს შემდეგი ოპერაციული ტიპები:

დოზირებული ნაკადი

დოზირებული ნაკადი (ე.წ. წყვეტილი ნაკადი, ან მოთხოვნით ნაკადი) POC-ის ყველაზე მცირე ზომის ერთეულებია. პატარა ზომის გამო, პაციენტს მის ტარებაზე ენერგია ეზოგება. იგი აწვდის მილილიტრების მოცულობის ჟანგბადს (ბოლუსს) თითოეულ ჩასუნთქვაზე წყვეტილად. ჟანგბადის კონსერვაცია გადამწყვეტია მათი კომპაქტური ზომის შესანარჩუნებლად და ჟანგბადის საკმარისი ხანგრძლივობის უზრუნველსაყოფად.

ამჟამინდელი POC სისტემების უმეტესობა უზრუნველყოფს ჟანგბადს პულსური მიწოდებით (მოთხოვნით) და გამოიყენება ცხვირის კანულასთან ერთად ჟანგბადის მიწოდების მიზნით პაციენტისთვის.

 

პროფესიონალური მომსახურების მისაღებად დაგვირეკეთ ახლავე:

 

უწყვეტი ნაკადი

  • უწყვეტი ნაკადით ჟანგბადის მიწოდება იზომება ლ/წთ-ებში (ლიტრი წუთში – როგორც სახლის ჟანგბადის კონცენტრატორში). უწყვეტი ნაკადი საჭიროებს უფრო დიდ მოლეკულურ საცერს, ტუმბოს/ძრავის შეკრებას და დამატებით ელექტრონიკას. ეს ზრდის მოწყობილობის ზომას და წონას.
  • პულსური ნაკადით (ასევე ცნობილია მოთხოვნილ ნაკადის სახელით), ჟანგბადის მიწოდება რაოდენობრივად განისაზღვრება ჟანგბადის ოდენობით ერთ ამოსუნთქვაზე მილილიტრებში (მლ) ბოლუსზე.
  • ზოგიერთი პორტატული ჟანგბადის კონცენტრატორი გთავაზობთ როგორც უწყვეტ ნაკადს, ასევე იმპულსური ნაკადის ჟანგბადს.

 

პორტატული ჟანგბადი კონცენტრატორის უპირატესობა პაციენტისთვის

  • ზრდის გადარჩენის შანსს

დამატებითი ჟანგბადი 15 საათის განმავლობაში დღეში, ზრდის ზოგიერთი პაციენტის სიცოცხლის უნარიანობას. დღევანდელი პორტატული ჟანგბადის ტექნოლოგიები საშუალებას გაძლევთ ჩაიტაროთ თერაპია ნებისმიერ დროს, დღისით ან ღამით (როდესაც ის მუშაობს ელემენტზე ან ელექტროენერგიაზე).

 

  • ზრდის ვარჯიშის ამტანობას

კვლევებმა აჩვენა, რომ ვარჯიშის დროს დამატებითი ჟანგბადის გამოყენება აძლიერებს შრომისუნარიანობას და იძლევა ხანგრძლივი, უფრო მაღალი ინტენსივობის ვარჯიშის საშუალებას, ასეთ ვარჯიშის კი უფრო მეტ სარგებელი მოაქვს.

  • აუმჯობესებს გონებრივ სიფხიზლეს

გრძნობთ, რომ თითქოს მუდამ ნისლში ხართ? ჟანგბადის ნაკლებობა გავლენას ახდენს თქვენს ყველა ორგანოზე, მათ შორის ტვინზე და ფილტვების დაავადების მქონე პირებში არასაკმარისი ჟანგბადის საწყისი სიმპტომი სწორედ დაბნეულობაა. დამატებითი ჟანგბადის გამოყენება ხელს უწყობს ტვინის და სხვა სასიცოცხლო ორგანოების ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

 

  • დამოუკიდებელი ცხოვრების წესი

პორტატული ჟანგბადის კონცენტრატორი დამოუკიდებლობას ხელმისაწვდომს ხდის. ინდივიდებს ხშირად შეუძლიათ ენერგიული და აქტიური ცხოვრება. მანქანები დამზადებულია მობილურობისა და ტარებისთვის, ხელმისაწვდომია ბორბლიანი ურიკები და მრავალი სხვა აქსესუარი, რათა გაადვილდეს მათი გადაადგილება. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ყველაფერი და მარტივად წახვიდეთ სადმე დატენილი ელემენტით. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ შეგიძლიათ ჟანგბადი ნებისმიერ ადგილას მოიხმაროთ, სადაც შტეფსელია.

 

  • მობილობა

უახლესი ჟანგბადის კონცენტრატორები მსუბუქ წონიანი და კომპაქტურია. მათი ტარება ყველგან შეგიძლიათ:

  • პიკნიკებზე
  • მანქანით სეირნობისას
  • პარკში სეირნობისას
  • ოჯახთან ერთად შვებულებაში

ზრდის გამძლეობას

თუ თქვენ არ გაქვთ საკმარისი ენერგია დღის განმავლობაში, ეს შეიძლება იყოს იმის გამო, რომ თქვენ გაქვთ დაბალი ჟანგბადის დონე. ჟანგბადის თერაპია გაძლევს იმ გამძლეობას, რომელიც საჭიროა ყოველდღიურად შეასრულო, ნორმალური ფუნქციები, როგორიცაა:

  • სახლის დალაგება
  • ჩაცმა
  • ძაღლის გასეირნება
  • საჭმლის მომზადება