რა არის ფქოდ (ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება)?

ფქოდ (ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება) ფილტვის დაავადებების ჯგუფია, რომელიც დროსთან ერთად სულ უფრო მეტად აძნელებს სუნთქვას.

ჯანსაღი სასუნთქი გზები და ალვეოლები მოქნილია და ფართოვდება ჩასუნთქვისას, ჰაერით ივსება, როგორც ბუშტები. ამოსუნთქვისას საჰაერო ტომრები იჩუტება, გამოყოფს ჰაერს. თუ გაქვთ ფქოდ, სასუნთქ გზებში ნაკლები ჰაერი მიედინება და გამოედინება ერთი ან მეტი პრობლემის გამო:

  • თქვენს ფილტვებში სასუნთქი გზები და ალვეოლები ნაკლებად ელასტიური ხდება
  • ალვეოლებს შორის კედლები დაზიანებულია
  • სასუნთქი გზების კედლები ხდება სქელი და ანთებადი
  • სასუნთქი გზები ჩვეულებრივზე მეტ ლორწოს გამოიმუშავებს და შეიძლება დაიბლოკოს

რა არის ფქოდ-ის ტიპები (ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება)?

ფქოდ ორ ძირითად ტიპს მოიცავს:

  • ემფიზემა აზიანებს ალვეოლებს და მათ კედლებს. ხდის მათ ნაკლებად ელასტიურს.
  • ქრონიკული ბრონქიტი იწვევს სასუნთქი გზების მუდმივ გაღიზიანებას და ანთებას. ეს იწვევს ლორწოვანი გარსის შეშუპებას და ლორწოს წარმოქმნას.

ფქოდ-ით დაავადებულთა უმრავლესობას ორივე აქვს, ემფიზემაც და ქრონიკული ბრონქიტიც, მაგრამ სიმძიმის ტიპი შეიძლება განსხვავდებოდეს ადამიანებს შორის.

რა იწვევს ფქოდ-ს (ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება)?

ფქოდ-ის მიზეზი როგორც წესი გამაღიზიანებელი ფაქტორების ხანგრძლივი ექსპოზიციაა, რომლებიც ფილტვებს და სასუნთქ გზებს აზიანებენ. აშშ-ში სიგარეტის ბოლი ძირითადი მიზეზია. ჩიბუხი, სიგარა და სხვა ტიპის თამბაქოს გამონაბოლქვის ჩასუნთქვა ასევე იწვევს ფქოდ-ს.

სხვა გამაღიზიანებლების ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ფქოდ, მათ შსორის: პასიური მწეველობა, ჰაერის დაბინძურება და ქიმიური გამონაბოლქვი ან მტვერი გარემოში ან სამუშაო ადგილას.

იშვიათად, გენეტიკურმა მდგომარეობამ, სახელად ალფა-1-ანტიტრიპსინის დეფიციტმა, შეიძლება ითამაშოს ფქოდ-ის განვითარებაში როლი.

ვინ არის ფქოდ-ის რისკის ქვეშ (ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება)?

ფქოდ-ის რისკ ფაქტორებია:

  • მოწევა. მთავარი რისკია. ფქოდ-ით დაავადებულთა 75% ან მწეველია, ან ადრე ეწეოდა.
  • ფილტვების გამაღიზიანებლების ხანგრძლივი ზემოქმედება, გარემოს ზეგავლენა, როგორიცაა პასიური მწეველობა, ჰაერის დაბინძურება, ქიმიური გამონაბოლქვი და მტვერი სამუშაო გარემოში.
  • ასაკი. ფქოდ-ით დაავადებულთა უმრავლესობა მინიმუმ 40 წლისაა სიმპტომების დასაწყისში.
  • გენეტიკა. ეს მოიცავს ალფა-1-ანტიტრიპსინის დეფიციტს, რომელიც გენეტიკური მდგომარეობაა. ასევე ფქოდ-ით დაავადებულ მწეველებს ხშირად ოჯახურ ანამნეზში აქვთ ფქოდ.
  • ასთმა. ასთმით დაავადებულები ფქოდ-ის განვითარების რისკის ქვეშ მეტად არიან, ვიდრე ისინი, ვისაც არ აქვს ასთმა. თუმცა ასთმის მქონეთა უმრავლესობას, ფქოდ არ ემართება.

რა არის ფქოდ-ის სიმპტომები (ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება)?

დასაწყისისთვის პაციენტს შეიძლება არ ჰქონდეს, ან მსუბქად ჰქონდეს გამოხატული სიმპტომები. სიმპტომები დაავადების პროგრესირებასთან ერთად მწვავდება და მოიცავს:

  • მუდმივი ხველა ლორწოს უხვი გამომუშავებით.
  • ხიხინი.
  • სტვენის ან კვნესის ხმა სუნთქვისას.
  • ქოშინი, განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვისას.
  • შებოჭილობა მკერდში

ფქოდ-ის მქონე ზოგიერთ ადამიანს აქვს ხშირი რესპირატორული ინფექციები, როგორიცაა გაციება და გრიპი. მძიმე შემთხვევებში, ფქოდ-მა შეიძლება გამოიწვიოს წონის დაკლება, ქვედა კიდურების კუნთების სისუსტე და ტერფების, კოჭების ან ფეხების შეშუპება.

როგორ ხდება ფქოდ-ის (ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება) დიაგნოსტირება?

დიაგნოზის დასასმელად ჯანდაცვის პროვაიდერმა შეიძლება რამდენიმე საშუალებას მიმართოს:

  • სამედიცინო ისტორია, სიმპტომების გამოკითხვა
  • ოჯახური ანამნეზი
  • სხვადასხვა კვლევები, როგორიცაა ფილტვების ფუნქციის ტესტები, გულმკერდის რენტგენი ან CT და სისხლის ანალიზები
  • ექიმი ფქოდ-ის დიაგნოზს ნიშნების და სიმპტომების, ოჯახური ისტორიისა და კვლევების შედეგების დასკვნებზე დაყრდნობით დასვამს.

რა მეთოდები არსებობს ფქოდ-ის სამკურნალოდ (ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება)?

ფქოდ-ისგან სრულად განკურნება არ ხდება. მკურნალობა სიმპტომების შესამსუბუქებლად და დაავადების პროგრესირების შესანელებლად ტარდება. არსებობს ასევე დაავადების გართულებების საპროფილაქტიკო მკურნალობა:

  • ცხოვრების სტილის ცვლილება, როგორიცაა
  • მოწევისათვის თავის დანებება შეიძლება ფქოდ-ის მკურნალობისათვის გადამწყვეტი იყოს.
  • პასიური მოწევვისაგან თავის არიდება და ადგილები, სადაც ფილტვების გამაღიზიანებლების დიდხანს სუნთქვა გიწევთ.
    • სთხოვეთ თქვენს ჯანდაცვის პროვაიდერს კვების გეგმა, რომელიც დააკმაყოფილებს თქვენს კვების საჭიროებებს. ასევე ჰკითხეთ რამდენად შეგიძლიათ ფიზიკურად დატვირთვა. ფიზიკურ აქტივობას შეუძლია გააძლიეროს კუნთები, რომლებიც გეხმარებათ სუნთქვაში და გააუმჯობესოს თქვენი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა.
  • მედიკამენტები, როგორიცაა
  • ბრონქოდილატატორები, რომლებიც სასუნთქი გზების კუნთებს ადუნებენ, სასუნთქ გზებს აფართეოებენ და ხელს უწყობენ სუნთქვას. მათი მიღება ხშირად ინჰალატორით ხდება, მძიმე შემთხვევებში, სტეროიდებთან ერთად, ანთების შესამცირებლად.
  • გრიპის და პნევმოკოკური პნევმონიის ვაქცინაცია, ვინაიდან ფქოდ-ით დაავადებულების ჯანმრთელობისთვის ეს ინფექციები ჩვეულებრივზე მეტად სარისკოა.
  • ანტიბიოტიკები, თუ ფილტვები ბაქტერიული ან ვირუსული ინფექცია გაქვთ.
  • თერაპია ჟანგბადით, თუ მძიმე ფქოდ გაქვთ და სისხლში ჟანგბადის დაბალი დონე. ჟანგბადი უკეთესად სუნთქვაში დაგეხმარებათ. დამატებითი ჟანგბადი შეიძლება მუდმივად, ან მხოლოდ ზოგჯერ დაგჭირდეთ.

ჟანგბადით მკრნალობა

თუ გაწუხებთ ფილტვების ქრონიკული დაავადება, შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი ჟანგბადი ჟანგბადის კონცენტრატორის მეშვეობით ორგანოების ნორმალური ფუნქციის შესანარჩუნებლად.

მიუხედავად იმისა, რომ ჟანგბადის თერაპია მეტად გავრცელებულია საავადმყოფოში, მისი გამოყენება შესაძლებელია სახლშიც (ჟანგბადის კონცენტრატორი). არსებობს რამდენიმე მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სახლში ჟანგბადის მიწოდებისთვის. თქვენი ჯანდაცვის პროვაიდერი დაგეხმარებათ აირჩიოთ მოწყობილობა, რომელიც საუკეთესოდ მუშაობს თქვენთვის. ჟანგბადი ჩვეულებრივ მიეწოდება ცხვირს (ჟანგბადის კანულა) ან სახის ნიღაბს. ჟანგბადის აღჭურვილობა შეიძლება მიმაგრდეს სხვა სამედიცინო აღჭურვილობასთან, როგორიცაა CPAP აპარატები და ვენტილატორები.

დაავადებები, როგორიცაა: ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ), ძილის აპნოე, ბრონქიტი, COVID-19, აზბესტოზი, ასთმა, ფილტვის აბსცესი, ფილტვის კიბო, პნევმონია, ფილტვის ფიბროზი ან ცისტური ფიბროზი – ამ დაავადებებს შეუძლიათ ფილტვების დაზიანება და ჟანგბადის სისხლში გადატანის შეფერხება.

. (წაიკითხეთ მეტი… )

• ფილტვების რეაბილიტაციის პროგრამა ეხმარება სუნთქვის ქრონიკული პრობლემების მქონე ადამიანებს. ეს პროგრამა მოიცავს:

  • ვარჯიშებს
  • დაავადების მართვის ტრენინგი
  • ნუტრიციოლოგთან კონსულტაცია
  • ფსიქოლოგთან კონსულტაცია

ქირურგია, როგორც წესი მძიმე სიმპტომების მქონე ადამიანებისთვის ბოლო გამოსავალია, რომლებსაც მედიკამენტურმა მკურნალობამ არ უშველა:

  • ფქოდ-ისთვის, რომელიც ძირითადად ემფიზემასთანაა დაკავშირებული, არსებობს ოპერაციები, რომლებიც:
  • აშორებს ფილტვის დაზიანებულ ქსოვილს.
  • აშორებს ბულებს (დიდი ჰაერის ბუშტი), რომლების ჰაერის ტომრებითაა გამოწვეული და სუნთქვას ხელს უშლის.
  • მძიმე ფქოდ-ის შემთხვევაში ზოგ ადამიანს შეიძლება ფილტვის ტრანსპლანტაცია დასჭირდეს.

თუ ფქოდ გაქვთ, მნიშვნელოვანია იცოდეთ როდის და სად უნდა მიიღოთ დახმარება თქვენი სიმპტომებისთვის. დაუყოვნებელ სამედიცინო დახმარებას უნდა მიმართოთ მძიმე შემთხვევებში, მაგალითად სუნთქვის ან საუბრის გაძნელებისას. დაურეკეთ თქვენს პროვაიდერს, თუ სიმპტომები გაგიუარესდათ და ინფექციის სიმპტომები დაემატა, როგორიცაა ცხელება.

შეიძლება ფქოდ-ის (ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება) პრევენცია?

ვინაიდან მოწევა ფქოდ-ის უმრავლეს შემთხვევებთანაა დაკავშირებული, მისი პრევენციის საუკეთესო გზა, მოწევის შეწყვეტაა. ასევე მნიშვნელოვანია, ფილტვის გამაღიზიანებლებისაგან თავის არიდება, როგორიცაა პასიური მწეველობა, ჰაერის დაბინძურება, ქიმიური გამონაბოლქვი და მტვერი.