რესპირატორულ-სინციციალური ვირუსი (RSV) აზიანებს ფილტვებს და სასუნთქ გზებს. ჯანმრთელ ადამიანებში RSV ინფექციის სიმპტომები ჩვეულებრივ მსუბუქია და ქრება ერთი კვირის განმავლობაში. თუმცა, RSV-მ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაავადება ან სიკვდილი რისკ ჯგუფებში, მათ შორის დღენაკლ და ძალიან მცირეწლოვან ჩვილებში, ფილტვების ქრონიკული დაავადების ან გულის თანდაყოლილი დაავადების მქონე ბავშვებში და 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანებში.

ა.შ.შ.-ში RSV ბრონქიოლიტის (წვრილი სასუნთქი გზების ანთება) უხშირესი მიზეზია (იხილეთ ბმული სტატიაზე) წლამდე ასაკის ბავშვებში, რაც წლიურად დაახლოებით 58,000 ჰოსპიტალიზაციის მიზეზი ხდება 5 წლამდე ასაკის ბავშვებში.

მნიშვნელოვანი ფაქტები

  • RSV ფართოდ გავრცელებული რესპირატორული ვირუსია და იწვევს გაციების მსგავს სიმპტომებს ბავშვებსა და მოზრდილებში
  • მძიმე შემთხვევებში RSV შეიძლება ახალშობილთა მოულოდნელი ჰოსპიტალიზაციის მიზეზი გახდეს
  • 65+ ასაკის ინდივიდები, რომლებსაც ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემები და კომპრომეტირებული იმუნური სისტემა აქვთ, RSV-ს მიმართ ძალიან მგრძნობიარეები არიან
  • RSV არ ტოვებს გრძელვადიან იმუნიტეტს, ამიტომ ადამიანებს ის შეიძლება ცხოვრების მანძილზე მრავალჯერ შეხვდეთ

 

RSV სიმპტომები

RSV-ს საწყისი სიმპტომები მსუბუქი გაციების მსგავსია: ცხვირის გაჭედვა, სურდო, ცხელება, ხველა და ყელის ტკივილი. ჩვილები შეიძლება გაღიზიანებულები და მოთენთილები იყვნენ, სუნთქვის გაძნელება გქონდეთ. როგორც წესი, სიმპტომები თავისით ქრება რამდენიმე დღეში.

ხველა მყეფარე ან მსტვინავი ხმით, შესაძლოა სერიოზულ დაავადებაზე მიუთითებდეს და იმის მანიშნებელი იყოს, რომ ვირუსმა ქვედა სასუნთქ გზებს მიაღწია და ანთება გამოიწვია, რაც შეიძლება პნევმონიის ან ბრონქიოლიტის მიზეზი გახდეს.

მძიმე RSV-ს მქონე ჩვილებს უვლინდებათ მოკლე, ზედაპირული, გახშირებული სუნთქვა, გულმკერდის რეტრაქციით და ცხვირის ნესტოების დაბერვით. ასევე ტუჩების, პირის ღრუს და ფრცილების გალურჯება, ჟანგბადის დაბალი დონის გამო.

 

როგორ დიაგნოსტირდება RSV?

ვინაიდან მსუბუქი RSV-ს სიმპტომები ჩვეულებრივი გაციების მსგავსია, ჩვეულებრივ ინფექციის დიაგნოსტირება არ ხდება. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ლაბორატორიული კვლევების ჩატარება. ყველაზე ხშირია პირის ღრუს ნაცხი ან სისხლის ანალიზი სისხლის თეთრი უკრედების დასათვლელად, რომელთა რაოდენობაზეც ვირუსები არიან პასუხისმგებელნი.

მძიმე RSV მოითხოვს ჰოსპიტალიზაციას, დამატებით კვლევებს, მაგალითაც გულმკერდის რენტგენს ან CT-ს, ფილტვისმიერი გართულებების შესაფასებლად. სისხლის და შარდის ანალიზები შესაძლოა საჭირო გახდეს მძიმედ დაავადებულ ახალშობილებში, ვინაიდან RSV მათში ბრონქიოლიტს და ქვედა საშარდე გზების ინფექციებს იწვევს.

 

RSV მკურნალობა

მსუბუქი სიმპტომების RSV ინფექციები თავისით იკურნება 1-2 კვირაში და მკურნალობას არ საჭიროებს. სიმპტომების მოხსნა ტკივილგამაყუჩებლებით და სიცხის დამწევი პრეპარატებით ხდება, ამ საშუალებებთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, თქვენს ექიმს მიმართეთ. მან შეიძლება ბავშვისთვის მარილწყლის წვეთები, ან გაჭედილი ცხვირის გამოტუმბვა შემოგთავაზოთ. ჰიდრატაცია და კომფორტის შექმნა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

მძიმე შემთხვევებში, უფრო ხშირად 6 თვემდე ახალშობილებში და ასაკოვან პირებში, შეიძლება ჰოსპიტალიზაცია გახდეს საჭირო. ჰოსპიტალი გამოიყენებს სითხეებით ინტრავენურ (IV) დატვირთვას დამატებითი ჰიდრატაციისთვის ან სუნთქვის აპარატს ან ჰაერის დამატებიანებელს, რათა თქვენმა ორგანიზმმა საჭირო რაოდენობის ჟანგბადი მიიღოს. უხშირეს შემთხვევებში, ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ რამდენიმე დღე გასტანს.

სახლში ჟანგბადის კონცენტრატორი შეგიძლიათ გამოიყენოთ, მეტი ჟანგბადის მისაღებად.

 

RSV-ს პრევენცია

RSV ძალიან გადამდებია და საქართველოში 5 წლამდე 20,000 ბავშვი მიდის ვიზიტზე კლინიკაში RSV ინფექციის სიმპტომებით. მისი გავრცელების პრევენციისთვის რამდენიმე საშუალება არსებობს. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ყველაზე მარტივიცაა:

  • დასნებოვნებულ პირებთან კონტაქტის შეზღუდვა
  • დაინფიცირებული ნივთებთან (ჭიქები, ბოთლები, სათამაშოები და ა.შ.) შეხების თავიდან არიდება
  • ინფიცირებულ ადამიანებთან კონტაქტის შემდეგ ხელების გულმოდგინედ დაბანა საპნით და წყლით

მეცნიერები ვაქცინის შემუშავებაზე მუშაობენ, მაგრამ ჯერ-ჯერობით ის არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი.