ჩვენმა უმრავლესობამ, კორონა ვირუსი წარსულს ჩააბარა, თითქოს ის დასრულდა და გაქრა, მაგრამ სინამდვილეში ეპიდემია ჯერ კიდევ არსებობს და ძირითადად რისკ ჯგუფებს ემუქრება, მათ შორის მოხუცებს, განსაკუთრებით ზამთრის დასაწყისში.
ძნელია იპოვოთ ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა დედამიწაზე ბოლო სამი წლის განმავლობაში და სიტყვა “კორონას” გაგონებაზე პანიკაში არ ჩავარდნილა, ეს საშინელი ეპიდემიაა, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში 2019 წლის ბოლოს შემოიჭრა. ეპიდემია, რომელმაც გარდა მრავალი მსხვერპლისა, თავისი წვლილი შემოიტანა ცხოვრების ყველა სფეროში, გავლენა მოახდინა მრავალი ადამიანის საარსებო წყაროზე და შეცვალა ყველა ყოველდღიური ჩვევა, რომლითაც ჩვენ ვცხოვრობდით ბოლო ასი წლის განმავლობაში, იგულისხმება: საჯარო ღონისძიებები, ფრენები საზღვარგარეთ, შოპინგი, ოჯახური ვიზიტები და მრავალი სხვა.
ყველაფერი ისე შეიცვალა, რომ ვეღარ ვცნობდით, ვაქცინების გაჩენამდე, რომლებმაც ცხოვრება ჩვენთვის ნაცნობ და ნორმალურ კალაპოტში ჩააყენეს. ბევრი ჩვენგანისთვის კორონა წარსულს ჩაბარდა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ სამწუხაროდ, კორონას ეპიდემიას არ დავუტოვებივართ, მხოლოდ სახე იცვალა. სანამ ის ყოველდღიურ გავლენას ახდენდა ჩვენს ყოფაზე სახელმწიფო დონეზე, მას ხელისუფლება ებრძოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ნანატრ რუტინას დავუბრუნდით, პასუხისმგებლობამ ჩვენკენ, მოქალაქეებისაკენ გადმოინაცვლა.
ჩვენს ირგვლივ ჯერ კიდევ არიან ადამიანები, მაგალითად ბებიები და ბაბუები, მოხუცი მშობლები ან მეზობლები, რომელთათვისაც კორონა ვისური ცოცხალია და მომაკვდინებელ საფრთხეს წარმოადგენს, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში და მას ჩვეული ეფექტები და სეზონური ვირუსები მოჰყვება, რომლებიც ახლა გაორმაგებული საფრთხეა.
ყველა კლინიკას აქვს კორონას ვაქცინა, რომელიც ასევე ომიკრონის შტამისგან იცავს, ასევე აქვთ სეზონური გრიპის ვაქცინები. ჩვენ უფლება გვაქვს და გვევალება კიდეც, ვიზრუნოთ ზემოთხსენებულ პოპულაციაზე და სათანადოდ დავიცვათ კორონასგან და სხვა ვირუსებისგან, რომლებიც ზამთარს მოაქვს.
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, გონივრული იქნება ჟანგბადის კონცენტრატორის და პულსოქსიმეტრის მომარაგება, ჟანგბადის დონის საკონტროლებლად და საჭიროა, რომ კონტაქტზე იყოთ თქვენს ექიმთან,
თუკი დამატებითი ჟანგბადი დაგჭირდებათ, სუნთქვის გაძნელების გამო, გთავაზობთ მყისიერ გამოსავალს. (ჟანგბადით მკურნალობა ბმულზე იხილეთ მეტი).